https://sputnik-georgia.com/20261007/kircxalia-marta-kosis-gancxadebas-exmaureba-301042953.html
დეპუტატი მარტა კოსის განცხადებაზე: საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!
დეპუტატი მარტა კოსის განცხადებაზე: საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!
Sputnik საქართველო
დეპუტატის თქმით, საქართველო პატივს სცემს იმ ევროპას, სადაც საქართველოს პატივს სცემენ როგორც თანასწორ სახელმწიფოს და არა ქვეყანას, რომელსაც გარედან უთითებენ, რა... 07.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-07T22:00+0400
2026-10-07T22:00+0400
2026-10-07T22:00+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
საქართველოს პარლამენტი
ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0d/251713812_0:157:3000:1845_1920x0_80_0_0_fc7279abdcf8bdc73d6debd19dbaa935.jpg
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო ირჩევს ღირსებასა და მშვიდობას და არა ნებისმიერ ფასად ევროინტეგრაციას, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადების პასუხად.კოსმა ადრე განაცხადა, რომ ამჟამად საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა და ისურვებდა, რომ საქართველო, ქართველი ხალხის მხარდაჭერით, დღეს მოლდოვისა და უკრაინის დონეზე იყოს. ევროკომისარმა დასძინა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენების დიდი ნაწილი აისახება ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში, რომელიც ოქტომბრის ბოლოს იქნება წარდგენილი.დეპუტატმა აღნიშნა, რომ საქართველოს შეუძლია ევროინტეგრაციისთვის აუცილებელი რეფორმების განხორციელება, თუმცა ხელისუფლებისთვის არსებობს წითელი ხაზები და ეროვნული ინტერესები, ასევე ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების გადაწყვეტილებების პატივისცემა.მისი თქმით, საქართველო პატივს სცემს იმ ევროპას, სადაც საქართველოს პატივს სცემენ როგორც თანასწორ სახელმწიფოს და არა ქვეყანას, რომელსაც გარედან უთითებენ, რა უნდა დათმოს იმისთვის, რომ „კარგი მოსწავლის“ სტატუსი დაიმსახუროს.„საქართველოს „საგზაო რუკა“ ითვალისწინებს ღირსებით სვლას, რომლითაც აუცილებლად ყველა წარმატებას მიაღწევს“, - დაწერა კირცხალიამ.საქართველო და ევროკავშირიამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, 2025 წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0d/251713812_166:0:2834:2001_1920x0_80_0_0_7f827dfd1e4607b38dddc9cbb4b98402.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , საქართველოს პარლამენტი, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , საქართველოს პარლამენტი, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
დეპუტატი მარტა კოსის განცხადებაზე: საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!
დეპუტატის თქმით, საქართველო პატივს სცემს იმ ევროპას, სადაც საქართველოს პატივს სცემენ როგორც თანასწორ სახელმწიფოს და არა ქვეყანას, რომელსაც გარედან უთითებენ, რა უნდა დათმოს იმისთვის, რომ „კარგი მოსწავლის“ სტატუსი დაიმსახუროს.
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო ირჩევს ღირსებასა და მშვიდობას და არა ნებისმიერ ფასად ევროინტეგრაციას, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადების პასუხად.
კოსმა ადრე განაცხადა, რომ ამჟამად საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა და ისურვებდა, რომ საქართველო, ქართველი ხალხის მხარდაჭერით, დღეს მოლდოვისა და უკრაინის დონეზე იყოს. ევროკომისარმა დასძინა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენების დიდი ნაწილი აისახება ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში, რომელიც ოქტომბრის ბოლოს იქნება წარდგენილი.
„თუ დღეს ბრიუსელში „წინსვლად“ ითვლება ის, რამდენად უსიტყვოდ ასრულებს ქვეყანა კონკრეტულ პოლიტიკურ მოთხოვნებს, მაშინ ეს უკვე დამსახურებაზე დაფუძნებული ევროპული ინტეგრაცია კი არა, უსიტყვო მორჩილების შეფასებაა", დაწერა კირცხალიამ სოციალურ ქსელში.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ საქართველოს შეუძლია ევროინტეგრაციისთვის აუცილებელი რეფორმების განხორციელება, თუმცა ხელისუფლებისთვის არსებობს წითელი ხაზები და ეროვნული ინტერესები, ასევე ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების გადაწყვეტილებების პატივისცემა.
„ჩვენ ევროკავშირის წევრობა გვსურს არა ნებისმიერ ფასად და არა საქართველოს ინტერესების ხარჯზე. ამიტომ, როდესაც გვეუბნებიან, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვას „ჩამორჩება“, ჩვენი პასუხი მარტივია: საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!", - აღნიშნა კირცხალიამ.
მისი თქმით, საქართველო პატივს სცემს იმ ევროპას, სადაც საქართველოს პატივს სცემენ როგორც თანასწორ სახელმწიფოს და არა ქვეყანას, რომელსაც გარედან უთითებენ, რა უნდა დათმოს იმისთვის, რომ „კარგი მოსწავლის“ სტატუსი დაიმსახუროს.
„საქართველოს „საგზაო რუკა“ ითვალისწინებს ღირსებით სვლას, რომლითაც აუცილებლად ყველა წარმატებას მიაღწევს“, - დაწერა კირცხალიამ.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, 2025 წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.