https://sputnik-georgia.com/20261006/xarisxis-ganvitarebis-centrs-eqar-registracia-agudga-301016970.html
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა
Sputnik საქართველო
სამინისტროს ინფორმაციით, დადასტურდა, რომ საქართველოში მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები სრულად შეესაბამება ევროპული სივრცის... 06.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-06T21:00+0400
2026-10-06T21:00+0400
2026-10-06T21:00+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24217/95/242179570_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_7312cce5ae9716aa6a3ed7daf33dd454.jpg
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR) EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა, ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ში რეგისტრაცია შეუჩერდა, ორგანიზაციის ვებგვერდზე 2024 წლის დეკემბერში გავრცელდა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ENQA-ს ექსპერტთა ჯგუფის ანგარიშის გამოქვეყნება, რომელიც საქართველოს 2023 წლის ოქტომბერში ინსპექტირების მიზნით ეწვია. ამ ფონზე ქვეყანაში მაშინვე დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა შექმნას პრობლემები ქართული განათლებისა და დიპლომების საერთაშორისო აღიარების კუთხით. შესაბამისი გადაწყვეტილება EQAR-ის რეგისტრაციის კომიტეტმა 2026 წლის 22 სექტემბერს მიიღო. განათლების სამინისტროს ცნობით, კომიტეტის გადაწყვეტილება დაეფუძნა ENQA შეფასების შედეგებს, რომლის ფარგლებში ENQA-ს საერთაშორისო ექსპერტებმა სიღრმისეულად შეისწავლეს 2024-2025 წლებში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი არის ერთადერთი უფლებამოსილი ორგანიზაცია საქართველოში განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით. იგი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის ქვეშაა. საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ცენტრი ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციასა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, ასევე აკონტროლებს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტების შესრულებას. რაც შეეხება ENQA-ს, იგი არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების მონიტორინგს. ასოციაცია 2000 წელს ჰელსინკიში ბოლონიის შეთანხმების მონაწილე ქვეყნების მიერ დაარსდა სახელწოდებით „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელი“ (European Network for Quality Assurance in Higher Education).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24217/95/242179570_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_c785e09b1493b2d8014b2f71853773ab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა
სამინისტროს ინფორმაციით, დადასტურდა, რომ საქართველოში მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები სრულად შეესაბამება ევროპული სივრცის ხარისხის სტანდარტებს.
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR) EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა, ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ში რეგისტრაცია შეუჩერდა, ორგანიზაციის ვებგვერდზე 2024 წლის დეკემბერში გავრცელდა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ENQA-ს ექსპერტთა ჯგუფის ანგარიშის გამოქვეყნება, რომელიც საქართველოს 2023 წლის ოქტომბერში ინსპექტირების მიზნით ეწვია. ამ ფონზე ქვეყანაში მაშინვე დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა შექმნას პრობლემები ქართული განათლებისა და დიპლომების საერთაშორისო აღიარების კუთხით.
შესაბამისი გადაწყვეტილება EQAR-ის რეგისტრაციის კომიტეტმა 2026 წლის 22 სექტემბერს მიიღო.
განათლების სამინისტროს ცნობით, კომიტეტის გადაწყვეტილება დაეფუძნა ENQA შეფასების შედეგებს, რომლის ფარგლებში ENQA-ს საერთაშორისო ექსპერტებმა სიღრმისეულად შეისწავლეს 2024-2025 წლებში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები.
„ENQA-ს საერთაშორისო ექსპერტების შეფასების საფუძველზე, EQAR-ის რეგისტრაციის კომიტეტის გადაწყვეტილებით, დადასტურდა, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობა და საქართველოში მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები სრულად შეესაბამება უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს (ESG 2015)”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი არის ერთადერთი უფლებამოსილი ორგანიზაცია საქართველოში განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით. იგი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის ქვეშაა.
საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ცენტრი ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციასა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, ასევე აკონტროლებს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტების შესრულებას.
რაც შეეხება ENQA-ს, იგი არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების მონიტორინგს. ასოციაცია 2000 წელს ჰელსინკიში ბოლონიის შეთანხმების მონაწილე ქვეყნების მიერ დაარსდა სახელწოდებით „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელი“ (European Network for Quality Assurance in Higher Education).