https://sputnik-georgia.com/20261006/shss-narkotiki-gaanadgura-301008464.html
შსს-მ ნახევარ ტონაზე მეტი ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა
შსს-მ ნახევარ ტონაზე მეტი ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა
Sputnik საქართველო
განადგურებული ნარკოტიკული საშუალებების საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე თითქმის 34 მლნ ლარს აღემატება. 06.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-06T16:28+0400
2026-10-06T16:28+0400
2026-10-06T16:28+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/1f/297888789_0:83:1600:983_1920x0_80_0_0_4323a769ed0f65e52ac184d6ba5c103b.jpg
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 553 კგ სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალება გაანადგურეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, ნარკოტიკული საშუალებების საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 34 მლნ ლარს აღემატება. არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ნარკოტიკების განადგურების პროცესში მუდმივმოქმედი კომისიის წევრ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობენ პროკურატურისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, სპეციალურად მოწყობილ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ საცავში ინახება, სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლო განაჩენის დადგომის შემდეგ კი ნადგურდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/1f/297888789_91:0:1510:1064_1920x0_80_0_0_106d9e6d222d7e11f9e1ad98d080cee3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
შსს-მ ნახევარ ტონაზე მეტი ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა
განადგურებული ნარკოტიკული საშუალებების საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე თითქმის 34 მლნ ლარს აღემატება.
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 553 კგ სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალება გაანადგურეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ნარკოტიკული საშუალებების საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 34 მლნ ლარს აღემატება.
კერძოდ, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალურ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მაღალტემპერატურულ ღუმელში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება გაანადგურეს, მათ შორის: „მეთადონი“, „მდმა“, „ჰეროინი“, „კოკაინი“, „ბუპრენორფინი“, „ალფა-პვპ“, „კლეფედრონი“, „ტრამადოლი“ და „კოდეინი“. ასევე განადგურდა ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.
არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ნარკოტიკების განადგურების პროცესში მუდმივმოქმედი კომისიის წევრ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობენ პროკურატურისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.
ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, სპეციალურად მოწყობილ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ საცავში ინახება, სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლო განაჩენის დადგომის შემდეგ კი ნადგურდება.