ნარკოდანაშაულთან ბრძოლა: დაკავებულია 11 პირი

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2026
გამოწერა
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვადასხვა დროს 11 პირი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით დაკავებული არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის სქემაში იყვნენ ჩართული. ისინი გასაღების მიზნით ნარკოტიკებს სხვადასხვა ადგილზე ათავსებდნენ, რის შემდეგაც შესაბამის კოორდინატებსა და ფოტომასალას დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: 192 შეკვრა „მეთადონი“, ასევე, „სუბოქსინი“, „კეტამინი“, „ჰაშიში“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, „პრეგაბალინის“ შემცველი 150 აბი, 1 კგ-ზე მეტი „მარიხუანა“ და მცენარე „კანაფი“.
„დაკავებულებს შორისაა პირი, რომლის მხილების მიზნით, სამართალდამცველებმა მის სახელზე გამოგზავნილი ამანათის ჩანაცვლება განახორციელეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს“, -აღნიშულია ინფორმაციაში.
პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.
გამოძიება სსკ-ის 260-ე, 261-ე, 19-260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0