https://sputnik-georgia.com/20261006/batumshi-sazgvao-wvrtnebi-gaimarta-301014124.html
სანაპირო დაცვისა და ავიაციის წარმომადგენლებმა ბათუმში საზღვაო წვრთნაში მიიღეს მონაწილეობა
სანაპირო დაცვისა და ავიაციის წარმომადგენლებმა ბათუმში საზღვაო წვრთნაში მიიღეს მონაწილეობა
Sputnik საქართველო
წვრთნის მიზანი საზღვაო ძებნა-გადარჩენისა და ავარიულად დაღვრილი ნავთობის ლიკვიდაციის მიმართულებით უწყებების ერთობლივი მოქმედებების ეფექტიანობის შემოწმება იყო. 06.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-06T18:13+0400
2026-10-06T18:13+0400
2026-10-06T18:13+0400
საქართველო
საზოგადოება
აჭარა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/15/252377658_0:1:1831:1031_1920x0_80_0_0_d89dd765e20d95d08ec07b762fff7f9e.jpg
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და სპეციალური დანიშნულების ავიაციის წარმომადგენლებმა ბათუმში ფართომასშტაბიან ეროვნულ საზღვაო წვრთნაში – GEO SAR & OSR EX 2026 მიიღეს მონაწილეობა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, წვრთნა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა და საზღვაო ძებნა-გადარჩენისა და ავარიულად დაღვრილი ნავთობის ლიკვიდაციის მიმართულებით უწყებების ერთობლივი მოქმედებების ეფექტიანობის შემოწმებას ისახავდა მიზნად. სავარჯიშო სცენარით გათვალისწინებული ღონისძიებები საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრთან (JMOC) კოორდინაციით განხორციელდა. ცენტრი ოპერაციის მიმდინარეობისას უწყებებს შორის ინფორმაციის დროულ გაცვლასა და ერთიანი, კოორდინირებული რეაგირების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. წვრთნაში, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტების წარმომადგენლებთან ერთად, ჩართული იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი. უწყების ცნობით, GEO SAR & OSR EX 2026-ის ფარგლებში განხორციელებული ერთობლივი სწავლებები მონაწილე უწყებების მზადყოფნის, ოპერატიული კოორდინაციისა და საზღვაო უსაფრთხოების სფეროში ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/15/252377658_228:0:1604:1032_1920x0_80_0_0_24b0b09eda7afdca75e1c83b9adbcfb2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, აჭარა , ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, აჭარა , ახალი ამბები
სანაპირო დაცვისა და ავიაციის წარმომადგენლებმა ბათუმში საზღვაო წვრთნაში მიიღეს მონაწილეობა
წვრთნის მიზანი საზღვაო ძებნა-გადარჩენისა და ავარიულად დაღვრილი ნავთობის ლიკვიდაციის მიმართულებით უწყებების ერთობლივი მოქმედებების ეფექტიანობის შემოწმება იყო.
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და სპეციალური დანიშნულების ავიაციის წარმომადგენლებმა ბათუმში ფართომასშტაბიან ეროვნულ საზღვაო წვრთნაში – GEO SAR & OSR EX 2026 მიიღეს მონაწილეობა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, წვრთნა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა და საზღვაო ძებნა-გადარჩენისა და ავარიულად დაღვრილი ნავთობის ლიკვიდაციის მიმართულებით უწყებების ერთობლივი მოქმედებების ეფექტიანობის შემოწმებას ისახავდა მიზნად.
„წვრთნის ფარგლებში შემოწმდა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისას სასაზღვრო პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მზადყოფნა და ოპერატიული შესაძლებლობები, ასევე მონაწილე უწყებებს შორის კოორდინაციისა და ურთიერთქმედების ეფექტიანობა“,- ნათქვამია განცხადებაში.
სავარჯიშო სცენარით გათვალისწინებული ღონისძიებები საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრთან (JMOC) კოორდინაციით განხორციელდა. ცენტრი ოპერაციის მიმდინარეობისას უწყებებს შორის ინფორმაციის დროულ გაცვლასა და ერთიანი, კოორდინირებული რეაგირების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.
წვრთნაში, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტების წარმომადგენლებთან ერთად, ჩართული იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.
უწყების ცნობით, GEO SAR & OSR EX 2026-ის ფარგლებში განხორციელებული ერთობლივი სწავლებები მონაწილე უწყებების მზადყოფნის, ოპერატიული კოორდინაციისა და საზღვაო უსაფრთხოების სფეროში ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება