2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები

© photo: Parliament of Georgiaპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2026
გამოწერა
2027 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობები, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან შედარებით, 1,5 მლრდ ლარით გაიზრდება
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, სახელმწიფო ბიუჯეტი ითვალისწინებს როგორც მშპ-ის ზრდის მიმდინარე მაჩვენებლებს, ისე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მონაცემებს მსოფლიო ეკონომიკის, მათ შორის, საქართველოს ეკონომინის ზრდის შესახებ.
2027 წლის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზი

მაჩვენებელი

2026

2027

ეკონომიკური ზრდა, %

6,8

5,0

დეფლატორი, %

3,9

3,7

მშპ-ის მოცულობა, მლრდ ლარი

116,1

126,4

შემოსულობები კონსოლიდირებულ ბიუჯეტში, მლრდ ლარი

36

37,5

მშპ-ის დეფიციტი, % ბიუჯეტის მიმართ

1,4

2,5

სახელმწიფო იუჯეტის ასიგნებები, % მშპ-ის მიმართ

30,4

29,1

განმარტებითი ბარათის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტი დაგეგმილია ეკონომიკური ზრდის კონსერვატიული პროგნოზის საფუძველზე, რომელიც მოსალოდნელია 5%-ის დონეზე. ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 126,4 მლრდ ლარის ოდენობით.
ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი დადგენილია მშპ-ის 2,5%-ის დონეზე, ამასთან, მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ის 31,6%-ის ფარგლებშია.
სახელმწიფო ბიუჯეტის ახალი პარამეტრები
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, 2027 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობები, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან შედარებით, 1,5 მლრდ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 37,5 მლრდ ლარს შეადგენს.
ამასთან, ბიუჯეტის შემოსავლები 1,8 მლრდ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 32,1 მლრდ ლარი იქნება.
2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლები (მლნ ლარი)

მაჩვენებელი

2026

2027

შემოსულობები სახელმწიფო ბიუჯეტში

30 759,4

32 166,0

საგადასახადო შემოსულობები სახელმწიფო ბიუჯეტში

24 996,3

26 795,6

გრანტები

346,3

245,6

სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები

30 881,4

32 071,5

რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, პროექტის მიხედვით, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა თითქმის 1,2 მლრდ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 32,1 მლრდ ლარი იქნება.
ვინ მიიღებს მეტ თანხას
2027 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე მეტ თანხას ჯანდაცვის სამინისტრო მიიღებს, რომლის ბიუჯეტი 811,2 მლნ ლარით გაიზრდება და 10,5 მილიარდი ლარი იქნება. ამ თანხების დიდი ნაწილი, დაახლოებით 7,5 მლრდ ლარი სოციალურ პროგრამებს, მათ შორის პენსიებისა და სოცდახმარებების ზრდას, ხოლო 2 ,4 მლრდ ლარი ჯანდაცვას - ექიმების, ექთნებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების ხელფასების გაზრდას მოხმარდება.
განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 2,9 მლრდ ლარი იქნება, საიდანაც 2,1 მლრდ ლარი სკოლებსა და საბავშვო ბაღებს მოხმარდება, 248 მლნ ლარი პროფესიულ, ხოლო 247,7 მლნ ლარი უმაღლეს განათლებას მოხმარდება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 3,3 მლრდ ლარი იქნება, საიდანაც 1,6 მლრდ ლარი მოხმარდება გზების მშენებლობას, დანარჩენი თანხა კი რეგიონალური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, წყალმომარაგების სისტემის განახლებას და სკოლების მშენებლობას.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 1 მლრდ ლარზე მეტი იქნება, ეკონომიკის სამინისტროს - 1,5 მლრდ ლარი, ფინანსთა სამინისტროს - 145 მლნ ლარი, იუსტიციის სამინისტროს - 490,4 მლნ ლარი, საგარეო საქმეთა სამინისტროს - 232,3 მლნ ლარი, თავდაცვის სამინისტროს - დაახლოებით 2 მლრდ ლარი, შინაგან საქმეთა სამინისტროს - 1,7 მლრდ ლარი, კულტურის სამინისტროს - 370 მლნ ლარი და სპორტის სამინისტროს - 382 მლნ ლარი.
ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბიუჯეტი 390 მილიონ ლარს შეადგენს, სასამართლოების — 231,7 მლნ ლარს, პარლამენტის — 91,5 მლნ ლარს, მთავრობის ადმინისტრაციის — 31 მლნ ლარს, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციის — 11 მლნ ლარს.
ყველა ახალი ამბავი
0