https://sputnik-georgia.com/20261005/policiam-2-moqalaqe-daakava-300973874.html
12 კგ-მდე „მეტადონი" და 28 კგ-მდე „ჰაშიში": პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავა
12 კგ-მდე „მეტადონი" და 28 კგ-მდე „ჰაშიში": პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავა
Sputnik საქართველო
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 05.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-05T12:07+0400
2026-10-05T12:07+0400
2026-10-05T12:07+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825170_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_1f7329e7b8d9bfd40549f012c3e7f449.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. პოლიციამ 40 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტი აღკვეთა, დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქლაქე, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. უწყების ცნობით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების სავარაუდო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 14 მლნ ლარს აღემატება. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების სქემაში იყვნენ ჩართული. ისინი ნარკოტიკებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, წინასწარ შერჩეულ ადგილებზე ათავსებდნენ, რის შემდეგაც შესაბამის კოორდინატებსა და ადგილმდებარეობის ამსახველ ფოტოებს დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკისა და მათ მიერ მითითებული ადგილების შემოწმების შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს 117 შეკვრად დაფასოებული, 12 კგ-მდე „მეტადონი“ და 267 შეკვრად დაფასოებული, 28 კგ-მდე „ჰაშიში“. გამოძიება სსკ-ის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825170_226:0:2451:1669_1920x0_80_0_0_5c73595020d1f8927d1c673e0ccee89d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
12 კგ-მდე „მეტადონი" და 28 კგ-მდე „ჰაშიში": პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავა
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. პოლიციამ 40 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტი აღკვეთა, დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქლაქე, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების სავარაუდო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 14 მლნ ლარს აღემატება.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების სქემაში იყვნენ ჩართული. ისინი ნარკოტიკებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, წინასწარ შერჩეულ ადგილებზე ათავსებდნენ, რის შემდეგაც შესაბამის კოორდინატებსა და ადგილმდებარეობის ამსახველ ფოტოებს დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკისა და მათ მიერ მითითებული ადგილების შემოწმების შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს 117 შეკვრად დაფასოებული, 12 კგ-მდე „მეტადონი“ და 267 შეკვრად დაფასოებული, 28 კგ-მდე „ჰაშიში“.
გამოძიება სსკ-ის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.