მოპარული ავტომობილით ავარიაში მოყვა: დაკავებულია ერთი პირი

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2026
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 10-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. პოლიციამ თბილსიში ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში ნაცნობის კუთვნილი ავტომობილის გასაღები და საფულე მოიპარა. მოგვიანებით მან ავტოსადგომიდან ავტომობილი გაიყვანა და შემთხვევის ადგილი დატოვა.
გარდა ამისა, დანაშაულის ჩადენიდან მალევე ბრალდებულმა ნაქურდალი ავტომობილით ავტოსაგზაო შემთხვევა მოახდინა, ავტომობილი ადგილზე მიატოვა და მიიმალა.
სამართალდამცველებმა მამაკაცი „ცხელ კვალზე" დააკავეს. ნაქურდალი ავტომობილი და საფულე ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0