ნარკოდანაშაულთან ბრძოლა: ბრალდებულთა რაოდენობამ 8 ათასს გადააჭარბა

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2026
გამოწერა
ქვეყანაში ნარკოდანაშაულისთვის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი სასჯელია დაწესებული.
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ 2026 წლის იანვარი-სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის ბრალდება 8.211 პირს წაუყენა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
უწყების ცნობით, იანვარში ნარკოდანაშაულისთვის ბრალი წარედგინა 756 პირს, თებერვალში – 1.114-ს, მარტში – 1.049-ს, აპრილში – 1.027-ს, მაისში – 957-ს, ივნისში – 1 098-ს, ივლისში – 1.222-ს, ხოლო აგვისტოში - 990 პირს.
ბრალდებულთა საერთო რაოდენობიდან 4.776 პირს ბრალი ედება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაში, 296-ს კი ნარკოტიკებით ვაჭრობა ედება ბრალად.
ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების პრიორიტეტია. ქვეყანაში ნარკოდანაშაულისთვის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი სასჯელია დაწესებული. ნარკოტიკებით ვაჭრობა, ასევე მისი ხელშეწყობა ყველაზე მაღალ სასჯელს - სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.
საპატიმრო სასჯელი 8-დან 20 წლამდე მერყეობს. გარდა ამისა, ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირებს დამატებითი სასჯელის სახით შეიძლება დაეკისროთ სავალდებულო მკურნალობა.
ნარკომანიით დაავადებულ პირთა იძულებითი მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს და იგი მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში იქნება ძალაში.
ყველა ახალი ამბავი
0