საქართველოს ციხეებში პატიმრების რაოდენობა შემცირდა - მონაცემები განახლდა

© photo: Sputnik / Stringerრუსთავის ციხე
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2026
გამოწერა
1-ელი სექტემბრის მდგომარეობით, პატიმართა საერთო რაოდენობამ მოსახლეობის 0,31% შეადგინა.
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პენიტენციური დაწესებულებებში ივლისის რეკორდული მაჩვენებლის შემდეგ, პატიმრების რაოდენობა უმნიშვნელოდ შემცირდა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
უწყების ცნობით, 2026 წლის 1-ელი აგვისტოსთვის, თუ ციხეებში 12.440 პატიმარი იყო მოთავსებული, 1-ელი სექტემბრისთვის მათი როდენობა 12.312-მდე შემცირდა, აქედან 624 ქალია.
1-ელი სექტემბრის მდგომარეობით, პატიმართა საერთო რაოდენობამ მოსახლეობის 0,31% შეადგინა. ამასთან, მსჯავრდებულთა მესამედი პატიმრობას მეორე და უფრო მეტი ვადით იხდის, დანარჩენები კი - პირველი ვადით.
პატიმრების ძირითადი ნაწილი 18-დან 69 წლამდე მოქალაქეები არიან. მსჯავრდებულთა შორის 183 არასრულწლოვანი და 70 წელს ზემოთ 94 პირია. პატიმრების საერთო რაოდენობიდან 78,2%-ს სხვადასხვა დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები შეადგენენ, დანარჩენები კი განაჩენს ელოდებიან.
გარდა ამისა, 2026 წლის 1-ელი სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს 14 ციხეში მხოლოდ 239 თავისუფალი ადგილია დარჩენილი. სამი ციხე უკვე შევსებულია, იქ პატიმრების რაოდენობა დადგენილ ლიმიტს აღემატება - ციხეებში ადგილების რაოდენობა გაიზარდა მიმდინარე წლის ივლისში პატიმრების ლიმიტის გაზრდის ხარჯზე.
პატიმრების საერთო რაოდენობიდან 14,1% 67 ქვეყნის უცხოელი მოქალაქეა - პენიტენციურ დაწესებულებებში ჯამში 1.741 უცხოელი პატიმარია. მათი უმრავლესობა თურქეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის და ირანის მოქალაქეები არიან.
1-ელი სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს ციხეებში უცხოელი პატიმრებიდან ერთი არასრულწლოვანი და 218 ქალი იმყოფებოდა. უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან 593 განაჩენს ელოდება, დანარჩენები კი უკვე იხდიან სასჯელს.
ყველა ახალი ამბავი
0