ინტიმური კადრები გაუვრცელა და წაშლის სანაცვლოდ თანხა მოსთხოვა- დაკავებულია ერთი პირი

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2026
გამოწერა
დაზარალებულებმა დაკავებულს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების საოც ქსელიდან წაშლის სანაცვლოდ 2 ათას ლარამდე გადაუხადეს.
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ქვემო ქართლის პოლიციამ გამოძალვის ბრალდებით წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში თანხის გამოძალვის მიზნით თანასოფლელებს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელა, ფოტოების წაშლის სანაცვლოდ კი გარკვეული ოდენობის თანხის ელექტრონულ ანგარიშზე ჩარიცხვა მოსთხოვა.
უწყების ცნობით, მოქალაქეებისთვის მიყენებულმა ზარალმა ჯამში 2 ათას ლარამდე შეადგინა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0