https://sputnik-georgia.com/20261003/muqaris-tonit-sxvebs-esaubron-mmartvel-partiasi-germaniois-elci-gaakritikes-300955814.html
მუქარის ტონით ესაუბრონ სხვებს! მმართველ პარტიაში გერმანიის ელჩი გააკრიტიკეს
მუქარის ტონით ესაუბრონ სხვებს! მმართველ პარტიაში გერმანიის ელჩი გააკრიტიკეს
Sputnik საქართველო
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლის განცხადება გაკეთდა საქართველოში ოთხი გერმანული ფონდის საქმიანობის შეჩერებისა და გერმანიის ელჩის გაფრთხილების ფონზე, რომელიც... 03.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-03T18:12+0400
2026-10-03T18:12+0400
2026-10-03T18:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
გერმანია
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/19/296342957_0:1:825:465_1920x0_80_0_0_e5d89227a15200120d2693ccf918ef4a.jpg
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. ელჩები საქართველოსთან მუქარის ტონით არ უნდა საუბრობდნენ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ გორდულაძემ გერმანიის ელჩის, ბარბარა ფოსის განცხადების საპასუხოდ.ბოლო დღეებში საქართველოში მოქმედმა ოთხმა გერმანულმა ფონდმა — კონრად ადენაუერის ფონდმა, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა, ჰაინრიხ ბიოლის ფონდმა და ფრიდრიხ ებერტის ფონდმა — საქმიანობა შეაჩერა. საქართველოში გერმანიის ელჩმა ბარბარა ფოსმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მოქმედი გერმანული ფონდების დახურვა „გავლენას მოახდენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე“.ამასთან პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ უცხოური ფონდები შეძლებენ გრანტების მიღებას, თუ საქართველოს მთავრობა ჩათვლის მიზანშეწონილად ამ გრანტის გაცემას.„არსებობს ამ ქვეყანაში კანონმდებლობა, რომელზე დამორჩილებაც ყველას ვალია და ასეთი კანონმდებლობა იცავს ამ ქვეყნის სუვერენიტეტს და სხვათა შორის, შავი ფულის შემოტანის მცდელობებსაც“, - განაცხადა გორდულაძემ.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მანამდე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ფონდებს პოლიტიკური პროექტების ნაცვლად საგანმანათლებლო და აკადემიური პროგრამების განხორციელება შესთავაზა; თუმცა, თავად ფონდები აცხადებენ, რომ საქართველოში სხვადასხვა პროფილური მიმართულებით მუშაობენ და არ არიან მხოლოდ საგანმანათლებლო ხასიათის ორგანიზაციები, რის გამოც დაფინანსებაზე უარის თქმის შემდეგ ქვეყანაში მათი საქმიანობის გაგრძელება შეუძლებელი ხდება.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/19/296342957_103:0:723:465_1920x0_80_0_0_134fe90c4f647cf971d0f2366b71e51d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, გერმანია , ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, გერმანია , ქართული ოცნება
მუქარის ტონით ესაუბრონ სხვებს! მმართველ პარტიაში გერმანიის ელჩი გააკრიტიკეს
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლის განცხადება გაკეთდა საქართველოში ოთხი გერმანული ფონდის საქმიანობის შეჩერებისა და გერმანიის ელჩის გაფრთხილების ფონზე, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებისთვის შესაძლო შედეგებს ეხებოდა.
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. ელჩები საქართველოსთან მუქარის ტონით არ უნდა საუბრობდნენ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ გორდულაძემ გერმანიის ელჩის, ბარბარა ფოსის განცხადების საპასუხოდ.
ბოლო დღეებში საქართველოში მოქმედმა ოთხმა გერმანულმა ფონდმა — კონრად ადენაუერის ფონდმა, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა, ჰაინრიხ ბიოლის ფონდმა და ფრიდრიხ ებერტის ფონდმა — საქმიანობა შეაჩერა. საქართველოში გერმანიის ელჩმა ბარბარა ფოსმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მოქმედი გერმანული ფონდების დახურვა „გავლენას მოახდენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე“.
„ყველა ელჩს, მოქმედი იქნება თუ ყოფილი, მოვუწოდებდი, რომ მუქარის ტონით ესაუბრონ იმ ქვეყნის წარმომადგენლებს, სადაც ეს ყველაფერი გასვლიათ და საქართველოში, კეთილი ინებონ, და დარჩნენ ვენის კონვენციის ჩარჩოებში, რომელიც პირდაპირ ელჩს უკრძალავს მუქარის ტონისა და სიტყვების შემცველ საუბარს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ“, - განაცხადა გორდულაძემ.
ამასთან პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ უცხოური ფონდები შეძლებენ გრანტების მიღებას, თუ საქართველოს მთავრობა ჩათვლის მიზანშეწონილად ამ გრანტის გაცემას.
„არსებობს ამ ქვეყანაში კანონმდებლობა, რომელზე დამორჩილებაც ყველას ვალია და ასეთი კანონმდებლობა იცავს ამ ქვეყნის სუვერენიტეტს და სხვათა შორის, შავი ფულის შემოტანის მცდელობებსაც“, - განაცხადა გორდულაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მანამდე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ფონდებს პოლიტიკური პროექტების ნაცვლად საგანმანათლებლო და აკადემიური პროგრამების განხორციელება შესთავაზა; თუმცა, თავად ფონდები აცხადებენ, რომ საქართველოში სხვადასხვა პროფილური მიმართულებით მუშაობენ და არ არიან მხოლოდ საგანმანათლებლო ხასიათის ორგანიზაციები, რის გამოც დაფინანსებაზე უარის თქმის შემდეგ ქვეყანაში მათი საქმიანობის გაგრძელება შეუძლებელი ხდება.