ხელფასები მთავრობის წევრებსა და პარლამენტარებისაც ეზრდებათ: ვინ რამდენს მიიღებს

© photo: Sputnik / Stringerმთავრობის ადმინისტრაცია
მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2026
გამოწერა
პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასები თვეში 17.350 ლარით განისაზღვრა
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. სახელმწიფო ბიუჯეტის თავდაპირველ პროექტში 2027 წლისთვის გათვალისწინებული საჯარო მოხელეთა ხელფასების ზრდა შეეხება ქვეყნის პირველ პირებსაც, ასევე დეპუტატებსა და მინისტრებს, რომელთა წლიური ანაზღაურება 100.000 ლარს აღემატება.
2027 წელს ჩინოვნიკების ხელფასები 8,4%-ით გაიზრდება. საჯარო მოხელეთა ხელფასი ორი კომპონენტით ყალიბდება – ძირითადი განაკვეთი და კოეფიციენტი, რომელიც ჩინოვნიკის კლასზე და მის მიერ დაკავებულ პოზიციაზეა დამოკიდებული.
შესაბამისად, 2027 წელს ქვეყნის უმაღლესი რანგის თანამდებობის პირების, პარლამენტის წევრებისა და მინისტრების წლიური ხელფასები ასეთი იქნება:
საქართველოს პრეზიდენტი — 208 200 ლარი — 17 350 ლარი თვეში
პრემიერ-მინისტრი — 208 200 ლარი — 17 350 ლარი თვეში
პარლამენტის თავმჯდომარე — 208 200 ლარი — 17 350 ლარი თვეში
მინისტრი — 176 970 ლარი — 14 754,5 ლარი თვეში
მინისტრის პირველი მოადგილე — 156 150 ლარი — 13 012,5 ლარი თვეში
მინისტრის მოადგილე — 150 735 ლარი — 12 561,25 ლარი თვეში
პარლამენტის დეპუტატი —166.560-დან 191.544 ლარამდე პარლამენტში დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე —13.880-დან 15.962 ლარამდე თვეში.
ხელფასების გარდა, ჩინოვნიკები ასევე დანამატებსა და პრემიებს იღებენ.
ყველა ახალი ამბავი
0