ხაშურში კვადროციკლი მოიპარეს

© photo: Sputnikკვადროციკლები
კვადროციკლები - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2026
გამოწერა
დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ხაშურში ქურდობის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ხაშურში მცხოვრები მოქალაქის კუთვნილ კვადროციკლს ფარულად დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად მოქალაქეს 15 ათას ლარამდე ფინანსური ზარალი მიადგა.
სამართალდამცველებმა ნაქურდალი კვადროციკლი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0