საქართველოში 1 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სიგარეტი და მედიკამენტები უკანონოდ შემოჰქონდათ

© photo: Ministry of Finance of Georgia / FB საბაჟო-გამშვებ პუნქტ ,,წითელი ხიდის"
 საბაჟო-გამშვებ პუნქტ ,,წითელი ხიდის - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2026
გამოწერა
გამოძიებას აწარმოებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს გავლით აქციზური მარკის სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სამედიცინო მედიკამენტების გადაზიდვის ფაქტი აღკვეთეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ საბაჟო-გამშვებ პუნქტ ,,წითელი ხიდის" კონტროლის ზონაში საქართველოდან აზერბაიჯანის მიმართულებით ექსპორტის პროცედურით გადაადგილდებოდა შაქრით დატვირთული 3 სატვირთო ავტომობილი.
რისკის შეფასების/ანალიზის შედეგად, უფლებამოსილი პირებმა აღნიშნული სატვირთო ავტომობილები შეაჩერეს და ერთ-ერთი მათგანის დეტალური დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ - 100 ათასი კოლოფი სიგარეტი MILANO და 1.114 ცალი სხვადასხვა დასახელების სამედიცინო მედიკამენტი გამოავლინეს.
დეკლარირებას დაქვემდებარებული სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულებამ 575 ათასი ლარი შეადგინა, ხოლო მედიკამენტების ღირებულებამ 485 ათას ლარს გადააჭარბა. საერთო ჯამში აღნიშნული არადეკლარირებული საქონლის საერთო ღირებულებამ 1.060.000 ლარზე მეტი შეადგინა.
გამოძიებას აწარმოებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.
ყველა ახალი ამბავი
0