https://sputnik-georgia.com/20261002/meoradi-caricxvebi-300940018.html
აბიტურიენტებისთვის ე.წ. მეორადი ჩარიცხვები კიდევ ერთხელ გამოცხადდა
აბიტურიენტებისთვის ე.წ. მეორადი ჩარიცხვები კიდევ ერთხელ გამოცხადდა
Sputnik საქართველო
ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს, არ გადადონ არჩევანის გაკეთება ბოლო წუთისთვის. 02.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-02T18:47+0400
2026-10-02T18:47+0400
2026-10-02T18:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24217/95/242179570_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_7312cce5ae9716aa6a3ed7daf33dd454.jpg
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. აბიტურიენტებს კიდევ ერთხელ ეძლევათ შესაძლებლობა, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში მიიღონ მონაწილეობა და აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში. ე.წ. მეორადი ჩარიცხვის ფარგლებში, 5 ოქტომბრის 11:00 საათიდან 9 ოქტომბრის 18:00 საათამდე კვლავ შესაძლებელი იქნება თავისუფალი ადგილების მქონე უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა. მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება აქვს აბიტურიენტს, რომელმაც: 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვა; 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, თუმცა დაძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ: პროგრამის ტიპს - საბაკალავროა, თუ პროფესიული, სწავლის საფასურს, ქალაქს, სადაც პროგრამა ხორციელდება, პროგრამაზე არსებული თავისუფალი ადგილების რაოდენობას. აბიტურიენტებმა აგრეთვე ყურადღებით უნდა შეამოწმონ ცნობარში, ხომ არ არის კონკრეტულ პროგრამაზე გაზრდილი საგნის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. გასათვალისწინებელია, რომ თუ კონკრეტულ პროგრამაზე რომელიმე საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გაზრდილია და აბიტურიენტი დადგენილ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, აღნიშნულ პროგრამაზე მისი ჩარიცხვა ვერ განხორციელდება. პროგრამების არჩევისას აბიტურიენტებმა ასევე უნდა გაითვალისწინონ მათ მიერ ჩაბარებულ საგნებში მიღებული შედეგები და კონკრეტულ პროგრამაზე ამ საგნებისთვის მინიჭებული კოეფიციენტები. კოეფიციენტი გავლენას ახდენს საკონკურსო ქულის განსაზღვრაზე. თუ აბიტურიენტს რომელიმე საგანში მაღალი შედეგი აქვს მიღებული, მისთვის უფრო ხელსაყრელი შეიძლება იყოს ისეთი პროგრამის არჩევა, რომლის შემთხვევაში ამ საგანს მაღალი კოეფიციენტი აქვს მინიჭებული. არჩეული პროგრამების რაოდენობასთან ერთად, მნიშვნელოვანია მათი თანმიმდევრობის სწორად განსაზღვრაც. პირველ ადგილზე უნდა მიუთითონ ის პროგრამა, რომელზე ჩარიცხვაც ყველაზე მეტად სურთ, შემდეგ კი სხვა პროგრამები, პრიორიტეტულობის მიხედვით. ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს, არ გადადონ არჩევანის გაკეთება ბოლო წუთისთვის. პროგრამების არჩევის შემდეგ კი, აუცილებლად გამოიყენონ შენახვის ღილაკი და დარწმუნდნენ, რომ მათ მიერ გაკეთებული არჩევანი სისტემაში შენახულია. წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარგადალახულ, თუმცა კონკურსის გამო მიღმა დარჩენილ 1.795 აბიტურიენტს ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა სექტემბერშიც მიეცა. 2026 წლის სექტემბრის ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად სწავლის უფლება სულ 1.242-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივითა და ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში შესული ცვლილებების საფუძველზე იქნა მიღებული. როგორც მაშინ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, გადაწყვეტილება ერთჯერადია და მეორადი ჩარიცხვის პრაქტიკის მუდმივ აღდგენას არ გულისხმობს. 2026 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მონაწილეობა 40 ათასამდე აბიტურიენტმა მიიღო. მათგან ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 34.150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24217/95/242179570_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_c785e09b1493b2d8014b2f71853773ab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
აბიტურიენტებისთვის ე.წ. მეორადი ჩარიცხვები კიდევ ერთხელ გამოცხადდა
ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს, არ გადადონ არჩევანის გაკეთება ბოლო წუთისთვის.
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. აბიტურიენტებს კიდევ ერთხელ ეძლევათ შესაძლებლობა, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში მიიღონ მონაწილეობა და აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
ე.წ. მეორადი ჩარიცხვის ფარგლებში, 5 ოქტომბრის 11:00 საათიდან 9 ოქტომბრის 18:00 საათამდე კვლავ შესაძლებელი იქნება თავისუფალი ადგილების მქონე უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა.
მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება აქვს აბიტურიენტს, რომელმაც:
2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვა;
2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, თუმცა დაძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ: პროგრამის ტიპს - საბაკალავროა, თუ პროფესიული, სწავლის საფასურს, ქალაქს, სადაც პროგრამა ხორციელდება, პროგრამაზე არსებული თავისუფალი ადგილების რაოდენობას.
აბიტურიენტებმა აგრეთვე ყურადღებით უნდა შეამოწმონ ცნობარში, ხომ არ არის კონკრეტულ პროგრამაზე გაზრდილი საგნის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. გასათვალისწინებელია, რომ თუ კონკრეტულ პროგრამაზე რომელიმე საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გაზრდილია და აბიტურიენტი დადგენილ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, აღნიშნულ პროგრამაზე მისი ჩარიცხვა ვერ განხორციელდება.
პროგრამების არჩევისას აბიტურიენტებმა ასევე უნდა გაითვალისწინონ მათ მიერ ჩაბარებულ საგნებში მიღებული შედეგები და კონკრეტულ პროგრამაზე ამ საგნებისთვის მინიჭებული კოეფიციენტები. კოეფიციენტი გავლენას ახდენს საკონკურსო ქულის განსაზღვრაზე.
თუ აბიტურიენტს რომელიმე საგანში მაღალი შედეგი აქვს მიღებული, მისთვის უფრო ხელსაყრელი შეიძლება იყოს ისეთი პროგრამის არჩევა, რომლის შემთხვევაში ამ საგანს მაღალი კოეფიციენტი აქვს მინიჭებული.
არჩეული პროგრამების რაოდენობასთან ერთად, მნიშვნელოვანია მათი თანმიმდევრობის სწორად განსაზღვრაც. პირველ ადგილზე უნდა მიუთითონ ის პროგრამა, რომელზე ჩარიცხვაც ყველაზე მეტად სურთ, შემდეგ კი სხვა პროგრამები, პრიორიტეტულობის მიხედვით.
ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს, არ გადადონ არჩევანის გაკეთება ბოლო წუთისთვის. პროგრამების არჩევის შემდეგ კი, აუცილებლად გამოიყენონ შენახვის ღილაკი და დარწმუნდნენ, რომ მათ მიერ გაკეთებული არჩევანი სისტემაში შენახულია.
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარგადალახულ, თუმცა კონკურსის გამო მიღმა დარჩენილ 1.795 აბიტურიენტს ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა სექტემბერშიც მიეცა. 2026 წლის სექტემბრის ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად სწავლის უფლება სულ 1.242-მა აბიტურიენტმა მოიპოვა.
აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივითა და ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში შესული ცვლილებების საფუძველზე იქნა მიღებული. როგორც მაშინ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, გადაწყვეტილება ერთჯერადია და მეორადი ჩარიცხვის პრაქტიკის მუდმივ აღდგენას არ გულისხმობს.
2026 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მონაწილეობა 40 ათასამდე აბიტურიენტმა მიიღო. მათგან ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 34.150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა.