მცხეთაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

© Courtesy of Ministry of Internal Affairნარკოტიკი
ნარკოტიკი - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2026
გამოწერა
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა მცხეთაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულს საგამოძიებო უწყება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობას ედავება.
პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული 6 შეფუთვად დაფასოებული ჯამში - 140 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ,,ალფა-პვპ" ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქარტველოს სსკ-ის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0