ბათუმში სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელები დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2026
გამოწერა
პოლიციამ ორივე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად თაღლითურად დაუფლების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში მოქმედი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელები მოქალაქეებს ბინების საკუთრებაში გადაცემას დაჰპირდნენ, სანაცვლოდ კი დიდი ოდენობით თანხა გამოართვეს.
ბრალდებულებმა მყიდველებს ბინები საკუთრებაში არ დაურეგისტრირეს და ფართები მხოლოდ ფაქტობრივ მფლობელობაში გადასცეს. მოგვიანებით მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა ბინები საკუთარი ხარჯებით გაარემონტეს, ბრალდებულებმა აღნიშნული ფართები დამატებითი თანხის მიღების მიზნით სხვა პირებზე გაასხვისეს.
აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ მოქალაქეთა კუთვნილ 190,5 ათას აშშ დოლარსა და 42,6 ათას ლარს.
პოლიციამ ორივე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.
გამოძიება საქართველოს სსკი-ის 180-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0