პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშინარკოტიკები
ნარკოტიკები - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2026
გამოწერა
დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის პოლიციამ სხვადასხვა დროს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით, ორი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს 67 შეკვრად დაფასოებული "ტეტრაჰიდროკანაბინოლი", მცენარე "კანაფი" და "მარიხუანა".
პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0