https://sputnik-georgia.com/20261001/opozicia-provokacias-gegmavs-weisvili-300914929.html
ოპოზიცია პროვოკაციას გეგმავს - ირაკლი ჭეიშვილი
ოპოზიცია პროვოკაციას გეგმავს - ირაკლი ჭეიშვილი
Sputnik საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ნაციონალურ მოძრაობას“ შესთავაზა აქციის ადგილს შეცვლა, რადგან რიყის პარკში „თბილისობისთვის“ მზადება მიმდინარეობს, თუმცა პარტიამ ეს... 01.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-01T17:15+0400
2026-10-01T17:15+0400
2026-10-01T17:15+0400
საქართველო
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი
ქართული ოცნება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/05/294413213_0:147:2815:1730_1920x0_80_0_0_9b4c75fe3122f2b8fa9e2bbd4131cc89.jpg
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო აქციის მეშვეობით პროვოკაციის მოწყობას გეგმავს — ამის შესახებ მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.პარტია რიყის პარკში, ე.წ. „დოქებთან“ საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდა, რათა გაეპროტესტებინა მისი დამფუძნებლის, საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა მისი დაკავების მეხუთე წლისთავზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ნაციონალურ მოძრაობას“ შესთავაზა აქციის ადგილს შეცვლა, რადგან რიყის პარკში „თბილისობისთვის“ მზადება მიმდინარეობს, თუმცა პარტიამ ეს წინადადება უარყო.მისი თქმით, კანონის ყველა დამრღვევი მკაცრად დაისჯება.„აბსოლუტურად ყველა, კანონის სიზუსტით, იქნება დასჯილი, ვინც ამ პროვოკაციას წამოეგება“, - განაცხადა ჭეიშვილმა.დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის ცენტრში მასშტაბურ მიტინგს ვერ შეკრებს.„რა მასშტაბის იქნება, ყველამ კარგად დაინახავს. რა მასშტაბის უნდა იყოს?! საერთოდ, რა გაუკეთებიათ აქამდე, რომელი მასშტაბური აქცია გაუკეთებია „ნაციონალურ მოძრაობას“?! ესეც იქნება განწირული მათი კრახის დღე“, - განაცხადა ჭეიშვილმა.საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, წინასწარ დაგეგმილი საპროტესტო აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებას საჭიროებს. მომიტინგეებს ეკრძალებათ ფეხით მოსიარულეთა ან სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შეფერხება.აქციის გამართვის წესების დარღვევის შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლება აქვს, მიიღოს ზომები მომიტინგეთა დასაშლელად და დააჯარიმოს აქციების ჩატარების წესების დამრღვევები. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის არასანქცირებულ აქციაში მონაწილეობა დეპორტაციის საფუძველს წარმოადგენს.სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა"უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იმ დროისთვის მას უკვე მისჯილი ჰქონდა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.დღეისთვის მიხეილ სააკაშვილს 12,6 წლით თავისუფლების აღკვეთა ოთხ სისხლის სამართლის საქმეზე აქვს შეფარდებული: პარლამენტის წევრის ვალერი გელაშვილის ცემა, „საქართველოს ბანკის" თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულთა შეწყალება, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა და საზღვრის უკანონო კვეთა. ექს-პრეზიდენტთან დაკავშირებით კიდევ ორ საქმეზე სასამართლო განხილვა მიმდინარეობს.საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეკრძალებათ პოლიტიკური პარტიების შექმნა, მათში გაწევრიანება და პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ ექს-პრეზიდენტს უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ბევრი სააკაშვილს კვლავ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალურ ლიდერად აღიქვამს.სწორედ სააკაშვილის ინიციატივით შეიცვალა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“- ხელმძღვანელობა. პარტიას ახლა არა თავმჯდომარე, არამედ მმართველობითი საბჭო მართავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/05/294413213_157:0:2658:1876_1920x0_80_0_0_dde0b905222fe60ce514dae85d84033e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, მიხეილ სააკაშვილი , ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
საქართველო, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, მიხეილ სააკაშვილი , ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ოპოზიცია პროვოკაციას გეგმავს - ირაკლი ჭეიშვილი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ნაციონალურ მოძრაობას“ შესთავაზა აქციის ადგილს შეცვლა, რადგან რიყის პარკში „თბილისობისთვის“ მზადება მიმდინარეობს, თუმცა პარტიამ ეს წინადადება უარყო
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო აქციის მეშვეობით პროვოკაციის მოწყობას გეგმავს — ამის შესახებ მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.
პარტია რიყის პარკში, ე.წ. „დოქებთან“ საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდა, რათა გაეპროტესტებინა მისი დამფუძნებლის, საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა მისი დაკავების მეხუთე წლისთავზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ნაციონალურ მოძრაობას“ შესთავაზა აქციის ადგილს შეცვლა, რადგან რიყის პარკში „თბილისობისთვის“ მზადება მიმდინარეობს, თუმცა პარტიამ ეს წინადადება უარყო.
„ეს არის პროვოკაციული ორგანიზაცია და ცდილობენ, იქ გამართონ აქცია, სადაც აკრძალულია. არის სხვა ადგილები, სადაც მათ შეუძლიათ აქციის გამართვა, მაგრამ ზოგადად ორგანიზაცია არის პროვოკაციული და პროვოკაციის გარეშე ვერ ძლებენ“, - განაცხადა ჭეიშვილმა.
მისი თქმით, კანონის ყველა დამრღვევი მკაცრად დაისჯება.
„აბსოლუტურად ყველა, კანონის სიზუსტით, იქნება დასჯილი, ვინც ამ პროვოკაციას წამოეგება“, - განაცხადა ჭეიშვილმა.
დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის ცენტრში მასშტაბურ მიტინგს ვერ შეკრებს.
„რა მასშტაბის იქნება, ყველამ კარგად დაინახავს. რა მასშტაბის უნდა იყოს?! საერთოდ, რა გაუკეთებიათ აქამდე, რომელი მასშტაბური აქცია გაუკეთებია „ნაციონალურ მოძრაობას“?! ესეც იქნება განწირული მათი კრახის დღე“, - განაცხადა ჭეიშვილმა.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, წინასწარ დაგეგმილი საპროტესტო აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებას საჭიროებს. მომიტინგეებს ეკრძალებათ ფეხით მოსიარულეთა ან სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შეფერხება.
აქციის გამართვის წესების დარღვევის შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლება აქვს, მიიღოს ზომები მომიტინგეთა დასაშლელად და დააჯარიმოს აქციების ჩატარების წესების დამრღვევები. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის არასანქცირებულ აქციაში მონაწილეობა დეპორტაციის საფუძველს წარმოადგენს.
სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა"
უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იმ დროისთვის მას უკვე მისჯილი ჰქონდა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
დღეისთვის მიხეილ სააკაშვილს 12,6 წლით თავისუფლების აღკვეთა ოთხ სისხლის სამართლის საქმეზე აქვს შეფარდებული: პარლამენტის წევრის ვალერი გელაშვილის ცემა, „საქართველოს ბანკის" თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულთა შეწყალება, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა და საზღვრის უკანონო კვეთა. ექს-პრეზიდენტთან დაკავშირებით კიდევ ორ საქმეზე სასამართლო განხილვა მიმდინარეობს.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეკრძალებათ პოლიტიკური პარტიების შექმნა, მათში გაწევრიანება და პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ ექს-პრეზიდენტს უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ბევრი სააკაშვილს კვლავ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალურ ლიდერად აღიქვამს.
სწორედ სააკაშვილის ინიციატივით შეიცვალა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“- ხელმძღვანელობა. პარტიას ახლა არა თავმჯდომარე, არამედ მმართველობითი საბჭო მართავს.