https://sputnik-georgia.com/20260930/machavariani-evrokavshiri-shesazloa-xelovnurad-aperxebs-gapartoebas-300881340.html
დეპუტატი: ევროკავშირი, შესაძლოა, ხელოვნურად აფერხებს საკუთარ გაფართოებას
დეპუტატი: ევროკავშირი, შესაძლოა, ხელოვნურად აფერხებს საკუთარ გაფართოებას
Sputnik საქართველო
ევროკომისია ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის მასშტაბურ რეფორმას ამზადებს. 30.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-30T12:59+0400
2026-09-30T12:59+0400
2026-09-30T12:59+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
ევროკომისია
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ბრიუსელი
აშშ
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/10/284253854_0:62:3280:1907_1920x0_80_0_0_16e880ae07bb4c1734f940d2e2f834ab.jpg
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. ევროკავშირი, შესაძლოა, ხელოვნურად აფერხებდეს საკუთარ გაფართოებას, ვინაიდან ნაკლებსავარაუდოა, კანდიდატმა ქვეყნებმა უარი თქვან ვეტოს უფლებაზე და, ამავდროულად, შეზღუდონ აშშ-თან ურთიერთობები, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა.Rapporteur-ის ინფორმაციით, ევროკომისია ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის მასშტაბურ რეფორმას ამზადებს. იგი გულისხმობს ერთსულოვნების პრინციპზე უარის თქმას და ეროვნული ვეტოს უფლების ფაქტობრივ შეზღუდვას მთელ რიგ საკითხებში — მათ შორის სანქციების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში — ლისაბონის დამფუძნებელ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის გარეშე.დეპუტატმა აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში რთული წარმოსადგენია კანდიდატი ქვეყანა, რომელიც მზად იქნება უარი თქვას ვეტოს უფლებაზე და, ამასთან, დათანხმდეს აშშ-სთან ურთიერთობების შეზღუდვას.„შეიძლება ვივარაუდოთ ისიც, რომ ევროკავშირს ხელოვნურად არ სურს გაფართოება“, — აღნიშნა მაჭავარიანმა.ევროკომისია გეგმავს წარადგინოს ევროკავშირის ხელშეკრულებების ე.წ. გარდამავალი დებულებების გამოყენების პროგრამა, რაც ერთსულოვნების პრინციპის კვალიფიციური უმრავლესობით კენჭისყრით ჩანაცვლების საშუალებას იძლევა. გამოცემის ინფორმაციით, ბრიუსელი ამ მექანიზმის უფრო ფართოდ გამოყენებას გვთავაზობს, მათ შორის სანქციების, ადამიანის უფლებების, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე გადასახადებისგან თავის არიდების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებისას.კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იქნება 15 სახელმწიფოს მხარდაჭერა, რომლებიც ევროკავშირის მოსახლეობის ორ მესამედს წარმოადგენენ.რეფორმა ასევე მიზნად ისახავს ევროკავშირის გაფართოების პროცესის დაჩქარებას, მათ შორის უკრაინის, ჩერნოგორიისა და ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანებას. ერთსულოვნების პრინციპის შენარჩუნება შემოთავაზებულია გაწევრიანების პროცედურის საწყის და დასკვნით ეტაპებზე, ხოლო შუალედურ ეტაპებზე მასზე უარის თქმა იგეგმება. ამასთან, განიხილება „საგანგებო მუხრუჭის“ მექანიზმი იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის მათ „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ეროვნულ ინტერესებს“.გარდა ამისა, ახალი სახელმწიფოები შესაძლოა, ფაქტობრივად, ათწლიან ან უფრო ხანგრძლივ გამოსაცდელ პერიოდში მოექცნენ. ამ პერიოდში ბრიუსელს შეეძლება შეაჩეროს მათი ხმის მიცემის უფლება და გამოიყენოს ფინანსური ზომები დემოკრატიისა და სასამართლო სისტემის სფეროში არსებული მოთხოვნებიდან გადახვევის შემთხვევაში.გამოცემის ინფორმაციით, ახალ წევრებს ასევე მოუწევთ აიღონ იურიდიულად სავალდებულო დროებითი ვალდებულება, რომ არ დაბლოკავენ ევროკავშირის დანარჩენი ქვეყნების მიერ შეთანხმებულ გადაწყვეტილებებს.მოსალოდნელია, რომ ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი მომავალ კვირას წარადგენს წინადადებებს იმ გეგმის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის 30-ზე მეტ სახელმწიფომდე გაფართოებისთვის მომზადებას ისახავს მიზნად.
საქართველო
ევროკავშირი
ბრიუსელი
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/10/284253854_286:0:3017:2048_1920x0_80_0_0_308d4c23a231b801695c2eea79d8f1f0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ევროკომისია, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ბრიუსელი , აშშ , ახალი ამბები
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ევროკომისია, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ბრიუსელი , აშშ , ახალი ამბები
დეპუტატი: ევროკავშირი, შესაძლოა, ხელოვნურად აფერხებს საკუთარ გაფართოებას
ევროკომისია ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის მასშტაბურ რეფორმას ამზადებს.
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. ევროკავშირი, შესაძლოა, ხელოვნურად აფერხებდეს საკუთარ გაფართოებას, ვინაიდან ნაკლებსავარაუდოა, კანდიდატმა ქვეყნებმა უარი თქვან ვეტოს უფლებაზე და, ამავდროულად, შეზღუდონ აშშ-თან ურთიერთობები, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა.
Rapporteur-ის ინფორმაციით, ევროკომისია ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის მასშტაბურ რეფორმას ამზადებს. იგი გულისხმობს ერთსულოვნების პრინციპზე უარის თქმას და ეროვნული ვეტოს უფლების ფაქტობრივ შეზღუდვას მთელ რიგ საკითხებში — მათ შორის სანქციების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში — ლისაბონის დამფუძნებელ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის გარეშე.
„ევროკომისიის გადაწყვეტილება უსამართლოა და არ არის თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული. ვგაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის ბოლოდროინდელი განცხადებაა, რომ კანდიდატ წევრებს უნდა აეკრძალოთ აშშ-თან ურთიერთობა", - განაცხადა მაჭავარიანმა.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში რთული წარმოსადგენია კანდიდატი ქვეყანა, რომელიც მზად იქნება უარი თქვას ვეტოს უფლებაზე და, ამასთან, დათანხმდეს აშშ-სთან ურთიერთობების შეზღუდვას.
„შეიძლება ვივარაუდოთ ისიც, რომ ევროკავშირს ხელოვნურად არ სურს გაფართოება“, — აღნიშნა მაჭავარიანმა.
ევროკომისია გეგმავს წარადგინოს ევროკავშირის ხელშეკრულებების ე.წ. გარდამავალი დებულებების გამოყენების პროგრამა, რაც ერთსულოვნების პრინციპის კვალიფიციური უმრავლესობით კენჭისყრით ჩანაცვლების საშუალებას იძლევა. გამოცემის ინფორმაციით, ბრიუსელი ამ მექანიზმის უფრო ფართოდ გამოყენებას გვთავაზობს, მათ შორის სანქციების, ადამიანის უფლებების, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე გადასახადებისგან თავის არიდების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებისას.
კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იქნება 15 სახელმწიფოს მხარდაჭერა, რომლებიც ევროკავშირის მოსახლეობის ორ მესამედს წარმოადგენენ.
რეფორმა ასევე მიზნად ისახავს ევროკავშირის გაფართოების პროცესის დაჩქარებას, მათ შორის უკრაინის, ჩერნოგორიისა და ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანებას. ერთსულოვნების პრინციპის შენარჩუნება შემოთავაზებულია გაწევრიანების პროცედურის საწყის და დასკვნით ეტაპებზე, ხოლო შუალედურ ეტაპებზე მასზე უარის თქმა იგეგმება. ამასთან, განიხილება „საგანგებო მუხრუჭის“ მექანიზმი იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის მათ „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ეროვნულ ინტერესებს“.
გარდა ამისა, ახალი სახელმწიფოები შესაძლოა, ფაქტობრივად, ათწლიან ან უფრო ხანგრძლივ გამოსაცდელ პერიოდში მოექცნენ. ამ პერიოდში ბრიუსელს შეეძლება შეაჩეროს მათი ხმის მიცემის უფლება და გამოიყენოს ფინანსური ზომები დემოკრატიისა და სასამართლო სისტემის სფეროში არსებული მოთხოვნებიდან გადახვევის შემთხვევაში.
გამოცემის ინფორმაციით, ახალ წევრებს ასევე მოუწევთ აიღონ იურიდიულად სავალდებულო დროებითი ვალდებულება, რომ არ დაბლოკავენ ევროკავშირის დანარჩენი ქვეყნების მიერ შეთანხმებულ გადაწყვეტილებებს.
მოსალოდნელია, რომ ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი მომავალ კვირას წარადგენს წინადადებებს იმ გეგმის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის 30-ზე მეტ სახელმწიფომდე გაფართოებისთვის მომზადებას ისახავს მიზნად.