https://sputnik-georgia.com/20260930/ganatlebis-saministros-gancxadeba-skolebis-demontajtan-dakavshirebit-300900675.html
რატომ ახდენენ თბილისში საჯარო სკოლების შენობების დემონტაჟს? განათლების სამინისტროს პასუხი
რატომ ახდენენ თბილისში საჯარო სკოლების შენობების დემონტაჟს? განათლების სამინისტროს პასუხი
Sputnik საქართველო
სკოლები, რომელთა შენობებიც პოტენციურად საშიშად ითვლება, შესაძლოა, ერთი კვირით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. 30.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-30T20:00+0400
2026-09-30T20:00+0400
2026-09-30T20:00+0400
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24217/95/242179570_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_7312cce5ae9716aa6a3ed7daf33dd454.jpg
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. ინფორმაცია თბილისის რიგი სკოლების ტერიტორიების გასხვისების შესახებ სიცრუეა – თუ შენობა დემონტაჟს ექვემდებარება, მის ადგილზე კვლავ სკოლა აშენდება, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში.ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, თბილისის რამდენიმე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებმა საპროტესტო აქციები გამართეს. მათი თქმით, 16 და 17 სექტემბერს მშობლებსა და სკოლის ადმინისტრაციას ეცნობათ შენობების ავარიული მდგომარეობისა და მათი დანგრევის აუცილებლობის შესახებ. ეს ზომები მოსწავლეებისა და მასწავლებლების თბილისის სხვა სკოლებში გადანაწილებას გულისხმობს. №21-ე სკოლის მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტის შემდეგ განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, გადადოს შემობის დემონტაჟი მომდევნო სასწავლო წლამდე და მოცემულ ეტაპზე ჩაატაროს გამაგრებითი სამუშაოები.უწყებაში განმარტეს, რომ სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლებისა და განვითარების მიზნით, სამინისტრომ მიმდინარე წელს განსაზღვრა იმ საჯარო სკოლების ჩამონათვალი, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებაა საჭირო.აღნიშნული ჩამონათვალი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეგზავნა, რათა შესაბამისი საექსპერტო შეფასებებისა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნების საფუძველზე, თითოეულ სკოლასთან მიმართებით განესაზღვრათ საჭირო სამუშაოების სპეციფიკა და მასშტაბი - განხორციელდება სკოლის სრული რეაბილიტაცია თუ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭირო გახდება იმავე ტერიტორიაზე ახალი სკოლის მშენებლობა.სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების მიზანი მხოლოდ და მხოლოდ მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის უსაფრთხო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო გარემოს შექმნაა.„რაც შეეხება ზოგიერთი სკოლის სასწავლო პროცესის ალტერნატიულ სივრცეში გადატანას, აღნიშნული წარმოადგენს დროებით აუცილებლობას, რათა საბოლოოდ მოსწავლეები დაუბრუნდნენ თავიანთ სკოლებს და გაუმჯობესებულ, უსაფრთხო და შესაბამის გარემოში გააგრძელონ სწავლა", - აღნიშნულია განცხადებაში.იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული სკოლის შენობას, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, IV კატეგორია ენიჭება, მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია და გარეგანი ზემოქმედების შემთხვევაში არსებობს ცალკეული კონსტრუქციების მყისიერი ჩამოშლის რისკი.შესაბამისად, როგორც კი კონკრეტული სკოლის შემთხვევაში IV კატეგორია განისაზღვრება, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო დაუყოვნებლივ იღებს პრევენციულ გადაწყვეტილებას, რომ სასწავლო პროცესი დროებით, დაახლოებით ერთი კვირით, გადავიდეს დისტანციურ რეჟიმზე.უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კომისიის გადაწყვეტილებები ეყრდნობა ორ უმთავრეს პრინციპს: მოსწავლეთა და პერსონალის უსაფრთხოების დაცვასა და სასწავლო პროცესის უწყვეტობის შენარჩუნებას - სკოლების შენობების რეალური მდგომარეობიდან გამომდინარე, კომისიის გადაწყვეტილება სხვადასხვა სკოლასთან მიმართებით შეიძლება განსხვავებული იყოს. „კარგად გვესმის, რომ სასკოლო ინფრასტრუქტურა განათლების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. სწორედ ამიტომ, დავიწყეთ სასკოლო ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლების პროცესი, რომლის მიზანია არსებული გამოწვევების სისტემურად და თანმიმდევრულად გადაჭრა და თითოეული მოსწავლისთვის უსაფრთხო, თანამედროვე და ღირსეული სასწავლო გარემოს შექმნა", - აღნიშნულია განცხადებაში.განათლების სამინისტრომ კონკრეტულ პირებსა და მედიასაშუალებებს მოუწოდა, პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკითხს და თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24217/95/242179570_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_c785e09b1493b2d8014b2f71853773ab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
რატომ ახდენენ თბილისში საჯარო სკოლების შენობების დემონტაჟს? განათლების სამინისტროს პასუხი
სკოლები, რომელთა შენობებიც პოტენციურად საშიშად ითვლება, შესაძლოა, ერთი კვირით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. ინფორმაცია თბილისის რიგი სკოლების ტერიტორიების გასხვისების შესახებ სიცრუეა – თუ შენობა დემონტაჟს ექვემდებარება, მის ადგილზე კვლავ სკოლა აშენდება, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში.
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, თბილისის რამდენიმე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებმა საპროტესტო აქციები გამართეს. მათი თქმით, 16 და 17 სექტემბერს მშობლებსა და სკოლის ადმინისტრაციას ეცნობათ შენობების ავარიული მდგომარეობისა და მათი დანგრევის აუცილებლობის შესახებ. ეს ზომები მოსწავლეებისა და მასწავლებლების თბილისის სხვა სკოლებში გადანაწილებას გულისხმობს. №21-ე სკოლის მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტის შემდეგ განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, გადადოს შემობის დემონტაჟი მომდევნო სასწავლო წლამდე და მოცემულ ეტაპზე ჩაატაროს გამაგრებითი სამუშაოები.
„სოციალურ ქსელებში ასევე ვრცელდება ინფორმაცია სკოლის ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით, რაც არის სრული სიცრუე და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყებაში განმარტეს, რომ სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლებისა და განვითარების მიზნით, სამინისტრომ მიმდინარე წელს განსაზღვრა იმ საჯარო სკოლების ჩამონათვალი, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებაა საჭირო.
აღნიშნული ჩამონათვალი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეგზავნა, რათა შესაბამისი საექსპერტო შეფასებებისა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნების საფუძველზე, თითოეულ სკოლასთან მიმართებით განესაზღვრათ საჭირო სამუშაოების სპეციფიკა და მასშტაბი - განხორციელდება სკოლის სრული რეაბილიტაცია თუ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭირო გახდება იმავე ტერიტორიაზე ახალი სკოლის მშენებლობა.
სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების მიზანი მხოლოდ და მხოლოდ მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის უსაფრთხო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო გარემოს შექმნაა.
„რაც შეეხება ზოგიერთი სკოლის სასწავლო პროცესის ალტერნატიულ სივრცეში გადატანას, აღნიშნული წარმოადგენს დროებით აუცილებლობას, რათა საბოლოოდ მოსწავლეები დაუბრუნდნენ თავიანთ სკოლებს და გაუმჯობესებულ, უსაფრთხო და შესაბამის გარემოში გააგრძელონ სწავლა", - აღნიშნულია განცხადებაში.
იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული სკოლის შენობას, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, IV კატეგორია ენიჭება, მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია და გარეგანი ზემოქმედების შემთხვევაში არსებობს ცალკეული კონსტრუქციების მყისიერი ჩამოშლის რისკი.
შესაბამისად, როგორც კი კონკრეტული სკოლის შემთხვევაში IV კატეგორია განისაზღვრება, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო დაუყოვნებლივ იღებს პრევენციულ გადაწყვეტილებას, რომ სასწავლო პროცესი დროებით, დაახლოებით ერთი კვირით, გადავიდეს დისტანციურ რეჟიმზე.
„მნიშვნელოვანია, რომ IV კატეგორიის მინიჭება ავტომატურად არ ნიშნავს სკოლის ახალი შენობის მშენებლობის აუცილებლობას. თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად ფასდება დამატებითი ექსპერტული შეფასებისა და შესაბამისი უწყებების ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კომისიის გადაწყვეტილებები ეყრდნობა ორ უმთავრეს პრინციპს: მოსწავლეთა და პერსონალის უსაფრთხოების დაცვასა და სასწავლო პროცესის უწყვეტობის შენარჩუნებას - სკოლების შენობების რეალური მდგომარეობიდან გამომდინარე, კომისიის გადაწყვეტილება სხვადასხვა სკოლასთან მიმართებით შეიძლება განსხვავებული იყოს.
„კარგად გვესმის, რომ სასკოლო ინფრასტრუქტურა განათლების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. სწორედ ამიტომ, დავიწყეთ სასკოლო ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლების პროცესი, რომლის მიზანია არსებული გამოწვევების სისტემურად და თანმიმდევრულად გადაჭრა და თითოეული მოსწავლისთვის უსაფრთხო, თანამედროვე და ღირსეული სასწავლო გარემოს შექმნა", - აღნიშნულია განცხადებაში.
განათლების სამინისტრომ კონკრეტულ პირებსა და მედიასაშუალებებს მოუწოდა, პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკითხს და თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან.