თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდკავება
დკავება - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2026
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 7-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. პოლიციამ თბილსიში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ მამაკაცმა მიმდინარე წლის 28 სექტემბერს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დაჭრა ერთი პირი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაშავებული შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით „ცხელ კვალზე" დააკავეს.
გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0