https://sputnik-georgia.com/20260929/nacmozraoba-aqcias-gamartavs-300878339.html
შსს-ს აკრძალვის მიუხედავად ოპოზიციური პარტია აქციას მაინც გამართავს
შსს-ს აკრძალვის მიუხედავად ოპოზიციური პარტია აქციას მაინც გამართავს
Sputnik საქართველო
ნებართვის გარეშე აქციის ჩატარება უკანონოა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლება აქვს მიიღოს ყველა ზომა აქციის მონაწილეთა დასაშლელად. 29.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-29T23:00+0400
2026-09-29T23:00+0400
2026-09-29T23:01+0400
საქართველო
ქართული ოპოზიცია
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295232609_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_18fab2b4d1a45c6713927bf37f5af25a.jpg
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ერთ-ერთი უდიდესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკრძალვის მიუხედავად, საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილმა.პარტია რიყის პარკში, ე.წ. „დოქებთან“ საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდა, რათა გაეპროტესტებინა მისი დამფუძნებლის, საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა მისი დაკავების მეხუთე წლისთავზე, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ოფიციალური უარი მიიღო.საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, წინასწარ დაგეგმილ საპროტესტო აქცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობა სჭირდება. ამასთან, აქციის მონაწილეებს ეკრძალებათ ქვეითებისა და ავტოტრანსპორტის მოძრაობისთვის ხელის შეშლა.აქციის გამართვა ნებართვის გარეშე უკანონოა და შსს-ს უფლება აქვს მიიღოს ყველა ზომა აქციის მონაწილეთა დასაშლელად, ასევე მას უფლება აქვს დააჯარიმოს აქციების ჩატარების წესების დამრღვევები. უცხოელისთვის არასანქცირებულ აქციაში მონაწილეობა დეპორტაციის საფუძველია.სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა"უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იმ დროისთვის მას უკვე მისჯილი ჰქონდა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.დღეისთვის მიხეილ სააკაშვილს 12,6 წლით თავისუფლების აღკვეთა ოთხ სისხლის სამართლის საქმეზე აქვს შეფარდებული: პარლამენტის წევრის ვალერი გელაშვილის ცემა, „საქართველოს ბანკის" თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულთა შეწყალება, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა და საზღვრის უკანონო კვეთა. ექს-პრეზიდენტთან დაკავშირებით კიდევ ორ საქმეზე სასამართლო განხილვა მიმდინარეობს.საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეკრძალებათ პოლიტიკური პარტიების შექმნა, მათში გაწევრიანება და პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ ექს-პრეზიდენტს უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ბევრი სააკაშვილს კვლავ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალურ ლიდერად აღიქვამს.სწორედ სააკაშვილის ინიციატივით შეიცვალა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“- ხელმძღვანელობა. პარტიას ახლა არა თავმჯდომარე, არამედ მმართველობითი საბჭო მართავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295232609_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_cb388a00217bf715615ac3a90e1913f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
საქართველო, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
შსს-ს აკრძალვის მიუხედავად ოპოზიციური პარტია აქციას მაინც გამართავს
23:00 29.09.2026 (განახლებულია: 23:01 29.09.2026) ნებართვის გარეშე აქციის ჩატარება უკანონოა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლება აქვს მიიღოს ყველა ზომა აქციის მონაწილეთა დასაშლელად.
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ერთ-ერთი უდიდესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკრძალვის მიუხედავად, საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილმა.
პარტია რიყის პარკში, ე.წ. „დოქებთან“ საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდა, რათა გაეპროტესტებინა მისი დამფუძნებლის, საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა მისი დაკავების მეხუთე წლისთავზე, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ოფიციალური უარი მიიღო.
„რაც არ უნდა ტექნიკური დაბრკოლება შეგვიქმნან, აუცილებლად მივალთ რიყის დოქებთან, რომელიც იქცა საქართველოს გაპარტახებისა და გაძარცვის სიმბოლოდ. აუცილებლად მივალთ რიყის დოქებთან, აუცილებლად შევიკრიბებით 1-ელ ოქტომბერს 17:00 საათზე“,-განაცხადა ფავლენიშვილმა.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, წინასწარ დაგეგმილ საპროტესტო აქცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობა სჭირდება. ამასთან, აქციის მონაწილეებს ეკრძალებათ ქვეითებისა და ავტოტრანსპორტის მოძრაობისთვის ხელის შეშლა.
აქციის გამართვა ნებართვის გარეშე უკანონოა და შსს-ს უფლება აქვს მიიღოს ყველა ზომა აქციის მონაწილეთა დასაშლელად, ასევე მას უფლება აქვს დააჯარიმოს აქციების ჩატარების წესების დამრღვევები. უცხოელისთვის არასანქცირებულ აქციაში მონაწილეობა დეპორტაციის საფუძველია.
სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა"
უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იმ დროისთვის მას უკვე მისჯილი ჰქონდა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
დღეისთვის მიხეილ სააკაშვილს 12,6 წლით თავისუფლების აღკვეთა ოთხ სისხლის სამართლის საქმეზე აქვს შეფარდებული: პარლამენტის წევრის ვალერი გელაშვილის ცემა, „საქართველოს ბანკის" თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულთა შეწყალება, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა და საზღვრის უკანონო კვეთა. ექს-პრეზიდენტთან დაკავშირებით კიდევ ორ საქმეზე სასამართლო განხილვა მიმდინარეობს.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეკრძალებათ პოლიტიკური პარტიების შექმნა, მათში გაწევრიანება და პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ ექს-პრეზიდენტს უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ბევრი სააკაშვილს კვლავ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალურ ლიდერად აღიქვამს.
სწორედ სააკაშვილის ინიციატივით შეიცვალა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“- ხელმძღვანელობა. პარტიას ახლა არა თავმჯდომარე, არამედ მმართველობითი საბჭო მართავს.