კონკურენციის სააგენტო Wolt-ის და Glovo-ს სავარაუდო ქმედებებს შეისწავლის

© Sputnik / Viktor KaminskyGlovo-ს კურიერი
Glovo-ს კურიერი - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2026
გამოწერა
ამ დროისათვის GCCA-ი ოთხ საკითხზე ახორციელებს მოკვლევას.
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) საჩივრის საფუძველზე მზა საკვების ონლაინ პლატფორმების ბაზრის შესწავლა დაიწყო.
GCCA-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საჩივარი შეიტანა შპს „დელივერი ტექნოლოჯის საქართველომ", რომელიც ბაზარზე ოპერირებს ბრენდული სახელით Yandex (Yandex Delivery).
მოკვლევა ეხება ბაზრის წამყვანი პლატფორმების — Wolt-ისა და Glovo-ს სავარაუდო ქმედებებს, რომლებიც, შესაძლოა, კონკურენციის წესებს არღვევდეს და სხვა კომპანიებისთვის ბაზარზე საქმიანობას ართულებდეს.
მომჩივანის განცხადებით, Wolt-სა და Glovo-ს გარკვეულ რესტორნებსა და კვების ობიექტებთან გაფორმებული აქვთ ისეთი შეთანხმებები, რომლებიც მათ სხვა ონლაინ-პლატფორმებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას უზღუდავს. საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მსგავსი პრაქტიკა ახალი პლატფორმების ბაზარზე შესვლას ართულებს და, შესაძლოა, „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლს არღვევდეს.
„მოკვლევის ფარგლებში, სააგენტო შეაფასებს დაირღვა თუ არა აღნიშნული მუხლით დადგენილი მოთხოვნები. ონლაინ პლატფორმები მომხმარებლებს მზა საკვების, სურსათისა და სხვა პროდუქტების შეკვეთისა და მიღების შესაძლებლობას აძლევს, ხოლო რესტორნებსა და სავაჭრო ობიექტებს — საკუთარი პროდუქციისა და შეთავაზებების განთავსების საშუალებას", - ნათქვამია განცხადებაში.
ამ დროისათვის GCCA-ი ოთხ საკითხზე ახორციელებს მოკვლევას.
ყველა ახალი ამბავი
0