https://sputnik-georgia.com/20260929/kaladze-metros-vagonebis-warmoeba-dackebulia-300868572.html
კალაძე: თბილისის მეტროსთვის ვაგონების წარმოება დაწყებულია
კალაძე: თბილისის მეტროსთვის ვაგონების წარმოება დაწყებულია
Sputnik საქართველო
თბილისის მერი, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩინეთში იმყოფება 29.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-29T13:11+0400
2026-09-29T13:11+0400
2026-09-29T13:11+0400
საქართველო
ჩინეთი
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/11/283381760_194:323:2048:1366_1920x0_80_0_0_9b84bba5d14f8e5e11c38af68161a577.jpg
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია, განაცხადა ჩინეთში ვიზიტით მყოფმა თბილისის მერმა კახა კალაძემ.კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს გუშინ ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი მაღალი დონის შეხვედრების გარდა კალაძე, დელეგაციის წევრებთან ერთად, ეწვევა მსოფლიოში მეტროს ვაგონების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია CRRC-ს, სადაც შეხვედრას გამართავს კომპანიის დირექტორ სუნ იონგცაისთან და თბილისისთვის განკუთვნილ მეტროს ვაგონებს დაათვალიერებს. როგორც მერმა აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში, დედაქალაქისთვის მეტროს ახალი ვაგონების დამზადების პროცესს პირადად გაეცნობა და ქალაქ ნანკინის მერთან შეხვედრას გამართავს. „გვექნება შესაძლებლობა, დავათვალიეროთ ის კონკრეტული დამზადებული ვაგონები, რომლებიც ძალიან მალე გამოიგზავნება დედაქალაქში და მოემსახურება თბილისის მოსახლეობას“, – აღნიშნა კახა კალაძემ. 2025 წლის ივლისში თბილისის მერიამ კომპანია GT Group-თან გააფორმა ხელშეკრულება თბილისის მეტროპოლიტენისთვის 111 ვაგონის (ჩინური გიგანტის — CRRC-ის მიერ წარმოებული) მოწოდების თაობაზე - გარიგების საერთო ღირებულება 150 მილიონი ევროა. თბილისის მეტროპოლიტენის მოძრავი შემადგენლობის განახლება აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. თბილისის მერმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ჩინეთთან ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა. ბოლო წლების განმავლობაში ეს ურთიერთობები ღრმავდება და რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ, კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ აღნიშნული ურთიერთობები“, - განაცხადა კახა კალაძემ. საქართველო და ჩინეთი საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. 2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის მოქმედებს პარტნიორობის შესახებ არაერთი შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/11/283381760_497:304:1913:1366_1920x0_80_0_0_c871c9da38ab9f21b61c5aa37daac314.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჩინეთი, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჩინეთი, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
კალაძე: თბილისის მეტროსთვის ვაგონების წარმოება დაწყებულია
თბილისის მერი, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩინეთში იმყოფება
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია, განაცხადა ჩინეთში ვიზიტით მყოფმა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს გუშინ ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი მაღალი დონის შეხვედრების გარდა კალაძე, დელეგაციის წევრებთან ერთად, ეწვევა მსოფლიოში მეტროს ვაგონების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია CRRC-ს, სადაც შეხვედრას გამართავს კომპანიის დირექტორ სუნ იონგცაისთან და თბილისისთვის განკუთვნილ მეტროს ვაგონებს დაათვალიერებს.
„ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ვეწვიოთ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიას, სადაც ჩვენი დედაქალაქისთვის მზადდება მეტროს ვაგონები. ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულოა და ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო წლების განმავლობაში ვაგონების განახლება, ახალი ვაგონების შეძენა არ მომხდარა. ძალიან მიხარია, 111 ვაგონის წარმოება არის დაწყებული“, - განაცხადა კალაძემ.
როგორც მერმა აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში, დედაქალაქისთვის მეტროს ახალი ვაგონების დამზადების პროცესს პირადად გაეცნობა და ქალაქ ნანკინის მერთან შეხვედრას გამართავს.
„გვექნება შესაძლებლობა, დავათვალიეროთ ის კონკრეტული დამზადებული ვაგონები, რომლებიც ძალიან მალე გამოიგზავნება დედაქალაქში და მოემსახურება თბილისის მოსახლეობას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
2025 წლის ივლისში თბილისის მერიამ კომპანია GT Group-თან გააფორმა ხელშეკრულება თბილისის მეტროპოლიტენისთვის 111 ვაგონის (ჩინური გიგანტის — CRRC-ის მიერ წარმოებული) მოწოდების თაობაზე - გარიგების საერთო ღირებულება 150 მილიონი ევროა.
თბილისის მეტროპოლიტენის მოძრავი შემადგენლობის განახლება აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
თბილისის მერმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩინეთთან ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა. ბოლო წლების განმავლობაში ეს ურთიერთობები ღრმავდება და რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ, კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ აღნიშნული ურთიერთობები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის მოქმედებს პარტნიორობის შესახებ არაერთი შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.