საქართველოს დაცული ტერიტორიების მიმართ ინტერესი იზრდება – მონაცემები ვიზიტორების შესახებ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპრომეთეს კანიონი
პრომეთეს კანიონი - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2026
გამოწერა
ხახიშვილის თქმით, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და კონსერვაციის პარალელურად, სააგენტო აქტიურად მუშაობს ეკოტურიზმის სერვისების განვითარებასა და რეგიონებში ეკოტურიზმის ხელშეწყობაზე.
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. 2026 წლის რვა თვის განმავლობაში საქართველოს დაცულ ტერიტორიებს დაახლოებით 900 ათასი ვიზიტორი ეწვია, განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსის მოადგილე თამარ ხახიშვილმა.
საქართველოში 5 ყველაზე პოპულარული ნაკრძალია მტირალას ეროვნული პარკი, პრომეთეს მღვიმე, თბილისის ეროვნული პარკი, წალკის კანიონი და მარტვილის კანიონი.
„ბოლო რვა თვის მონაცემებით, დაცულ ტერიტორიებს დაახლოებით 900 ათასი ვიზიტორი ეწვია. აქედან 41% ქართველი ვიზიტორი იყო, თუმცა უფრო დიდი ინტერესი საერთაშორისო ვიზიტორების მხრიდან დაფიქსირდა“, - განაცხადა ხახიშვილმა სააგენტოს 2026 წლის საქმიანობის ანგარიშის მოსმენაზე.
ხახიშვილის თქმით, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და კონსერვაციის პარალელურად, სააგენტო აქტიურად მუშაობს ეკოტურიზმის სერვისების განვითარებასა და რეგიონებში ეკოტურიზმის ხელშეწყობაზე.
„განსაკუთრებით მინდა გამოვყო პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი და მტირალას ეროვნული პარკი, რომლებიც, როგორც წესი, ყოველწლიურად ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ადგილებს შორის არიან. შემოსავლების მხრივ, 8-9 თვის მონაცემების მიხედვით, გასული წლის მაჩვენებელს 48%-ით გადავაჭარბე“, - განაცხადა ხახიშვილმა.
საქართველოს 94 დაცული ტერიტორიაა, რომელთაგან 15 ეროვნული პარკია - ნაკრძალებს ყოველწლიურად ასობით ათასი ტურისტი სტუმრობს. 2026 წლის დასაწყისის მდგომარეობით, დაცული ტერიტორიების ფართობი ჯამში 927,748 ჰექტარს შეადგენს, რაც საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 13,3%-ია.
საქართველოს ფაუნა წარმოდგენილია 100-ზე მეტი სახეობის ძუძუმწოვრით, 330 სახეობის ფრინველით და 160 სახეობის თევზით. დაცულ ტერიტორიებზე იშვიათი და გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი 90 სახეობის ცხოველი ბინადრობს, რაც „საქართველოს წითელ ნუსხაში“ შეტანილი ცხოველთა სახეობების 67%-ს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0