ბებიამ არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა: პოლიციამ ქალი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2026
გამოწერა
დანაშაული 4-წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. მარნეულის მუნიციპალიტეტში პოლიციამ ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით ერთი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ქალმა მისი არასრულწლოვანი შვილიშვილი გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულა ცოლად გაჰყოლოდა თანასოფლელ მამაკაცს.
გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 150-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 4-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0