შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს 1,5 წლით პატიმრობა მიესაჯა

© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
ხუნდაძეს საგამოძიებო უწყება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა.
თბილისი, 26 სექტემბერი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდებული შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ვლადიმერ ხუნდაძე მიმდინარე წლის იანვარში დააკავეს. ის 2025 წლის პირველ ნახევარში იკავებდა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას. ხუნდაძეს საგამოძიებო უწყება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა.
გამოძიების მიხედვით, ვლადიმერ ხუნდაძეს პირადი ნაცნობობა აკავშირებდა ბორის გოგიჩაიშვილთან, რომელიც თანამზრახველებთან ერთად გორში უცხოური ბრენდების სასაქონლო ნიშნის გამოყენებით უკანონოდ ამზადებდა და ინახავდა ალკოჰოლურ სასმელებს - ვისკისა და არაყს.
„ალკოჰოლური სასმელების დასამზადებლად საჭირო სხვადასხვა პროდუქციის საქართველოში უსაფრთხოდ შემოსატანად გოგიჩაიშვილმა დასახმარებლად მიმართა ვლადიმერ ხუნდაძეს, რომლის სამსახურებრივ უფლებამოსილებასაც საბაჟო პროცედურების კონტროლი და ზედამხედველობა წარმოადგენდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, ხუნდაძე ბორის გოგიჩაიშვილს მუდმივად აძლევდა მითითებებს პროდუქციის შემოტანისა და განბაჟების სათანადო დროის შესახებ, ასევე უთითებდა, თუ რა შინაარსით უნდა მომხდარიყო პროდუქციის განბაჟება, რათა საბაჟო პროცედურების გავლის დროს საფრთხე არ შეჰქმნოდათ.
შედეგად 2025 წლის პირველ ნახევარში გოგიჩაიშვილმა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე საქართველოში შემოიტანა ალკოჰოლური სასმელების დასამზადებლად საჭირო პროდუქცია: სპეციალური შეფუთვის მქონე მინის ბოთლები, ეტიკეტები, საცობები და სხვ.

პროკურატურის განცხადებით, ხუნდაძისთვის ასევე ცნობილი იყო, რომ გოგიჩაიშვილი და მასთან დაკავშირებული პირები დანაშაულს ჩადიოდნენ. მიუხედავად ამისა, მას შესაბამისი სამსახურებრივი რეაგირება არ მოუხდენია და მძიმე დანაშაულის შესახებ არც სხვა სახელმწიფო ორგანოებისთვის უცნობებია.
ხუნდაძეს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
ბორის გოგიჩაიშვილი 2025 წლის ნოემბერში 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. რამდენიმე დღით ადრე მას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს. გოგიჩაიშვილი, რომელიც საბჭოთა კავშირის და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი იყო ძიუდოში, 2021 წელს გახდა გორის საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“.
საქმესთან ასევე კავშირშია ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკი, რომელიც24 დეკემბერს 200 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა. საქმესთან კავშირში სხვა 5 პირი ასევე გათავისუფლდა გირაოს საფუძველზე.
ვლადიმერ ხუნდაძე და მისი ძმა, კობა ხუნდაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირები არიან. კობა ხუნდაძეც ბრალდებულია. მას ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობის დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია, თუმცა გირაოს სანაცვლოდ გარეთაა.