https://sputnik-georgia.com/20260926/lavrovma-germaniis-sagareo-saqmeta-ministrtan-ukrainastan-dakavsirebuli-vitareba-ganixila-300829215.html
ლავროვმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან უკრაინასთან დაკავშირებული ვითარება განიხილა
ლავროვმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან უკრაინასთან დაკავშირებული ვითარება განიხილა
Sputnik საქართველო
რუსეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში 20-წუთიანი შეხვედრა გამართეს, რა დროსაც უკრაინის ირგვლივ არსებულ... 26.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-26T22:25+0400
2026-09-26T22:25+0400
2026-09-26T22:25+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
გერმანია
სერგეი ლავროვი
ვლადიმირ პუტინი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/18/298293955_0:30:2881:1651_1920x0_80_0_0_bd89636b7ddc9678aa1e7bec96c5424e.jpg
თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში შეხვდნენ; მხარეებმა უკრაინასთან დაკავშირებული ვითარება და ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს, იტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.„სერგეი ლავროვმა გამართა შეხვედრა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ იოჰან ვადეპულთან, რა დროსაც განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობები და უკრაინის ირგვლივ არსებული ვითარება“, — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე აღნიშნეს, რომ ვადეპულმა დაადასტურა გერმანიის მთავრობის პოზიცია აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ბერლინმა საჯაროდ არაერთხელ დააფიქსირა.მოლაპარაკებები დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა. შეხვედრის პროტოკოლური ნაწილის დასაწყისში მინისტრებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, შეხვედრის ინიციატორი გერმანული მხარე იყო. მან ასევე აღნიშნა, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მოითხოვეს ჟურნალისტთა დაშვების შეზღუდვა, პრესის მხრიდან კითხვების დასმის აკრძალვა, შესავალი სიტყვის აუდიოჩაწერის აკრძალვა და მასალების გამოქვეყნებაზე ემბარგოს დაწესება.ლავროვის ბოლო შეხვედრა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან2022 წლის იანვარში, მოსკოვში გაიმართა; მაშინ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს ანალენა ბერბოკი იკავებდა. რაც შეეხება მიმდინარე შეხვედრას, ეს ლავროვისა და ვადეპულის პირველი კონტაქტი იყო.სექტემბერში ვადეპულმა განაცხადა, რომ აპირებს ბონში გენერალური საკონსულოს დახურვას და ბერლინში „რუსული სახლის“ საქმიანობის მარეგულირებელი შეთანხმების გაწყვეტას. გერმანულმა მხარემ მიზეზად დაასახელა ლაიფციგის აეროპორტში დრონთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტი, რაზეც პასუხისმგებლობა ბერლინმა მოსკოვს დააკისრა.მოგვიანებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპასუხო ზომების შესახებ განაცხადა, მათ შორის — სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალური საკონსულოსა და გოეთეს სახელობის კულტურული ცენტრების დახურვის შესახებ.ვითარების კომენტირებისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ გერმანიას არ გააჩნია რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მისი თქმით, მოსკოვის მიმართ წაყენებული ბრალდებები, რომლებიც ლაიფციგში დრონთან დაკავშირებულ ინციდენტს ეხება, გერმანიაში შიდაპოლიტიკურ ვითარებას უკავშირდება.
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/18/298293955_60:0:2789:2047_1920x0_80_0_0_1e563da4c1aa4fd6d850588c5180a598.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, გერმანია , სერგეი ლავროვი, ვლადიმირ პუტინი, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, გერმანია , სერგეი ლავროვი, ვლადიმირ პუტინი, მსოფლიოს ახალი ამბები
ლავროვმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან უკრაინასთან დაკავშირებული ვითარება განიხილა
რუსეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში 20-წუთიანი შეხვედრა გამართეს, რა დროსაც უკრაინის ირგვლივ არსებულ ვითარებასა და მოსკოვსა და ბერლინს შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს.
თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში შეხვდნენ; მხარეებმა უკრაინასთან დაკავშირებული ვითარება და ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს, იტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
„სერგეი ლავროვმა გამართა შეხვედრა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ იოჰან ვადეპულთან, რა დროსაც განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობები და უკრაინის ირგვლივ არსებული ვითარება“, — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე აღნიშნეს, რომ ვადეპულმა დაადასტურა გერმანიის მთავრობის პოზიცია აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ბერლინმა საჯაროდ არაერთხელ დააფიქსირა.
მოლაპარაკებები დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა. შეხვედრის პროტოკოლური ნაწილის დასაწყისში მინისტრებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, შეხვედრის ინიციატორი გერმანული მხარე იყო. მან ასევე აღნიშნა, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მოითხოვეს ჟურნალისტთა დაშვების შეზღუდვა, პრესის მხრიდან კითხვების დასმის აკრძალვა, შესავალი სიტყვის აუდიოჩაწერის აკრძალვა და მასალების გამოქვეყნებაზე ემბარგოს დაწესება.
ლავროვის ბოლო შეხვედრა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან2022 წლის იანვარში, მოსკოვში გაიმართა; მაშინ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს ანალენა ბერბოკი იკავებდა. რაც შეეხება მიმდინარე შეხვედრას, ეს ლავროვისა და ვადეპულის პირველი კონტაქტი იყო.
სექტემბერში ვადეპულმა განაცხადა, რომ აპირებს ბონში გენერალური საკონსულოს დახურვას და ბერლინში „რუსული სახლის“ საქმიანობის მარეგულირებელი შეთანხმების გაწყვეტას. გერმანულმა მხარემ მიზეზად დაასახელა ლაიფციგის აეროპორტში დრონთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტი, რაზეც პასუხისმგებლობა ბერლინმა მოსკოვს დააკისრა.
მოგვიანებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპასუხო ზომების შესახებ განაცხადა, მათ შორის — სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალური საკონსულოსა და გოეთეს სახელობის კულტურული ცენტრების დახურვის შესახებ.
ვითარების კომენტირებისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ გერმანიას არ გააჩნია რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მისი თქმით, მოსკოვის მიმართ წაყენებული ბრალდებები, რომლებიც ლაიფციგში დრონთან დაკავშირებულ ინციდენტს ეხება, გერმანიაში შიდაპოლიტიკურ ვითარებას უკავშირდება.