https://sputnik-georgia.com/20260926/afxazetis-policiam-76-sekvra-narkotiki-amoiro-dakavebulia-erti-piri-300819827.html
აფხაზეთის პოლიციამ 76 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო: დაკავებულია ერთი პირი
აფხაზეთის პოლიციამ 76 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო: დაკავებულია ერთი პირი
Sputnik საქართველო
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 26.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-26T13:38+0400
2026-09-26T13:38+0400
2026-09-26T13:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/1d/295994944_395:0:1127:412_1920x0_80_0_0_441a44b7908057feb5e904109f608008.jpg
თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, დაკავებულს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ედება.სამართალდამცველებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 76 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. ნივთმტკიცებად ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი პისტოლეტი.გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/1d/295994944_487:0:1036:412_1920x0_80_0_0_71ea412395c5d9dda04dad1fdfdf8c9a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
აფხაზეთის პოლიციამ 76 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო: დაკავებულია ერთი პირი
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებულს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ედება.
სამართალდამცველებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 76 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. ნივთმტკიცებად ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი პისტოლეტი.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.