თაღლითურად დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 350 ათას ლარს - დაკავებულია ერთი პირი

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის განყოფილება
პოლიციის განყოფილება - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2026
გამოწერა
დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა დაზარალებულს საერთო ბიზნესსაქმიანობის დაწყების მიზნით შესთავაზა სამშენებლო კომპანიის შესყიდვა მიწის ნაკვეთით, სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის შეთანხმებული პროექტითა და ნებართვით.
ასევე მან დაზარალებული დაარწმუნა, რომ კავშირების გამოყენებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი მიწის ნაკვეთის შეძენაში დაეხმარებოდა.
უწყების ცნობით, ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 350 ათას ლარს.
პოლიციამ მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0