მოქალაქეებს სახლებისა და კოტეჯების იაფად აშენებას ჰპირდებოდა: დაკავებულია ერთი პირი

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2026
გამოწერა
სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებული ამავე სისხლის სამართლის საქმეზე თაღლითობის ბრალდებით მიმდინარე წლის აგვისტოში დაკავებულ პირთან ერთად მოქალაქეებს შეღავათიან ფასად საცხოვრებელი სახლებისა და კოტეჯების აშენებას, შესაბამისი ნებართვების მოპოვებასა და მშენებლობასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევას ჰპირდებოდა.
„დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით ბრალდებული დაზარალებულებთან ე.წ. მოჩვენებით გარიგებებს აფორმებდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამ გზით ბრალდებული ამჟამად პატიმრობაში მყოფ პირთან ერთად მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულთა კუთვნილ 365.273 ლარს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0