საქართველოში 5 კილოგრამზე მეტი ვერცხლის ნაკეთობების უკანონოდ შემოტანა სცადეს

© photo: Sputnik / Stringerოქრო ვერცხლი
ოქრო ვერცხლი - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2026
გამოწერა
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულება 25 ათას ლარს აჭარბებს
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. „სარფის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტში 5 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად მალულად განთავსებული 5 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ვერცხლის სხვადასხვა ზომისა და წონის ნაკეთობები აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 25 735 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
ყველა ახალი ამბავი
0