https://sputnik-georgia.com/20260924/saqartvelo-da-sua-derefani-ekonomikis-ministris-moadgilem-samomavlo-gegmebze-isaubra-300787961.html
საქართველო და „შუა დერეფანი“: მინისტრის მოადგილემ ჩინეთში სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
საქართველო და „შუა დერეფანი“: მინისტრის მოადგილემ ჩინეთში სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
Sputnik საქართველო
საქართველოს დელეგაცია „გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში“ მონაწილეობს, რომელიც ჩინეთის დედაქალაქში მიმდინარეობს. 24.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-24T16:55+0400
2026-09-24T16:55+0400
2026-09-24T16:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ჩინეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/09/299551861_0:6:2049:1158_1920x0_80_0_0_22e5452daee9ff9bbe43ae4a80a49454.jpg
თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. საქართველო მზად არის, ჩინეთთან და შუა დერეფანში ჩართულ ყველა ქვეყანასთან ერთად გააგრძელოს მუშაობა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად, განცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ჩინეთში, გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტრთა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.„გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმი2026“ (Global Sustainable Transport Forum) 22-23 სექტემბერს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მიმდინარეობს - ღონისძიების მთავარი თემაა „მდგრადი ტრანსპორტი: ადამიანების უფრო მარტივი გადაადგილება და საქონლის შეუფერხებელი ნაკადი“. ფორუმი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, ტრანსპორტის მინისტრებს, გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, ბიზნესის წარმომადგენლებსა და მეცნიერებს მდგრადი ტრანსპორტის განვითარების მიზნით.მინისტრის მოადგილე თავის გამოსვლაში სამომავლო გეგმებსაც შეეხო.„2032 წლისთვის საქართველო გეგმავს დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზებას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის“, - განაცხადა იოსელიანმა.როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ინვესტიციები მოიცავს სარკინიგზო, საზღვაო, საავიაციო და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტსა და ვაზიანში ახალ საერთაშორისო აეროპორტს.„ამ პროექტებით საქართველო კიდევ უფრო აძლიერებს თავის როლს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო სისტემაში. ამასთან, შავ ზღვაზე საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ფართო რეგიონის ზღვაზე გასასვლელის არმქონე რვა ქვეყანას საერთაშორისო საზღვაო მარშრუტებზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო კავშირების უსაფრთხოება, ეფექტიანობა, საიმედოობა და პროგნოზირებადობა“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.„შუა დერეფანი"ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ანუ „შუა დერეფანი", 2014 წლის თებერვალში აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში მოღვაწე წამყვანი საწარმოების მონაწილეობით შეიქმნა.მარშრუტი ამჟამად გადის ჩინეთ-ყაზახეთის საზღვრიდან ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპაში.2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე და კასპიის ზღვის გავლით "შუა დერეფნის" პოტენციალის განვითარებაზე. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი.საქართველო „შუა დერეფანს" 2022 წელს შეუერთდა. საქართველოს დერეფანში სატრანზიტო გზის ნაწილად ჩართვის ინიციატორი თურქეთი იყო.საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს, ასევე მიმდინარეობს ანაკლიის პორტის მშენებლობა.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/09/299551861_0:0:1747:1310_1920x0_80_0_0_619c6f795bd00bbf31ed271e60768f2f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ჩინეთი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ჩინეთი
საქართველო და „შუა დერეფანი“: მინისტრის მოადგილემ ჩინეთში სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
საქართველოს დელეგაცია „გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში“ მონაწილეობს, რომელიც ჩინეთის დედაქალაქში მიმდინარეობს.
თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. საქართველო მზად არის, ჩინეთთან და შუა დერეფანში ჩართულ ყველა ქვეყანასთან ერთად გააგრძელოს მუშაობა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად, განცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ჩინეთში, გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტრთა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
„გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმი2026“ (Global Sustainable Transport Forum) 22-23 სექტემბერს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მიმდინარეობს - ღონისძიების მთავარი თემაა „მდგრადი ტრანსპორტი: ადამიანების უფრო მარტივი გადაადგილება და საქონლის შეუფერხებელი ნაკადი“. ფორუმი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, ტრანსპორტის მინისტრებს, გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, ბიზნესის წარმომადგენლებსა და მეცნიერებს მდგრადი ტრანსპორტის განვითარების მიზნით.
„ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებმა და საერთაშორისო თანამშრომლობამ უნდა უზრუნველყოს უფრო სწრაფი, ეფექტიანი და საიმედო სატრანსპორტო კავშირები და შექმნას ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები მთელი რეგიონისთვის“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილე თავის გამოსვლაში სამომავლო გეგმებსაც შეეხო.
„2032 წლისთვის საქართველო გეგმავს დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზებას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის“, - განაცხადა იოსელიანმა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ინვესტიციები მოიცავს სარკინიგზო, საზღვაო, საავიაციო და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტსა და ვაზიანში ახალ საერთაშორისო აეროპორტს.
„ამ პროექტებით საქართველო კიდევ უფრო აძლიერებს თავის როლს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო სისტემაში. ამასთან, შავ ზღვაზე საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ფართო რეგიონის ზღვაზე გასასვლელის არმქონე რვა ქვეყანას საერთაშორისო საზღვაო მარშრუტებზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო კავშირების უსაფრთხოება, ეფექტიანობა, საიმედოობა და პროგნოზირებადობა“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ანუ „შუა დერეფანი", 2014 წლის თებერვალში აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში მოღვაწე წამყვანი საწარმოების მონაწილეობით შეიქმნა.
მარშრუტი ამჟამად გადის ჩინეთ-ყაზახეთის საზღვრიდან ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპაში.
2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე და კასპიის ზღვის გავლით "შუა დერეფნის" პოტენციალის განვითარებაზე. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი.
საქართველო „შუა დერეფანს" 2022 წელს შეუერთდა. საქართველოს დერეფანში სატრანზიტო გზის ნაწილად ჩართვის ინიციატორი თურქეთი იყო.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს, ასევე მიმდინარეობს ანაკლიის პორტის მშენებლობა.