https://sputnik-georgia.com/20260924/ra-ganixila-salva-papuasvilma-luqsemburgsi-300790715.html
რა განიხილა შალვა პაპუაშვილმა ლუქსემბურგში პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარესთან
რა განიხილა შალვა პაპუაშვილმა ლუქსემბურგში პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარესთან
Sputnik საქართველო
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ლუქსემბურგს ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის შემდეგ ეწვია. 24.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-24T19:15+0400
2026-09-24T19:15+0400
2026-09-24T19:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
შალვა პაპუაშვილი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22803/02/228030228_0:151:3106:1898_1920x0_80_0_0_06a68202e07491d5f567dc0d7bdc8460.jpg
თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებზე იმსჯელეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს პარლამენტის - დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე კლოდ ვისელერმა ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე, იუწყება პარლამენტის პრესსამსახური.შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგში შეხვედრებს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მართავს.მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება.„მხარეებმა გაიხსენეს2026 წლის აპრილში გამართული ნაყოფიერი შეხვედრა სტამბოლში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის ფარგლებში. ხაზი გაესვა შალვა პაპუაშვილის ორმხრივი ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.შეხვედრაზე განიხილეს ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები. აღინიშნა, რომ საქართველო წარმატებით ასრულებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. ხაზი გაესვა დიალოგის აღდგენის მნიშვნელობას.შალვა პაპუაშვილმა ლუქსემბურგელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ლუქსემბურგს ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის შემდეგ ეწვია.დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის 1994 წლის 17 ოქტომბერს დამყარდა. მას შემდეგ ქვეყნებმა ტრანსპორტის, თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროებში ურთიერთობების განვითარების შესახებ ხუთ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.ლუქსემბურგში საქართველოს პირველი საპატიო საკონსულო 2025 წლის ივნისში გაიხსნა.საქართველო და ევროკავშირიამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, 2025 წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22803/02/228030228_188:0:2919:2048_1920x0_80_0_0_ffd382e17428c4d2c53acdf11272f848.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, შალვა პაპუაშვილი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, შალვა პაპუაშვილი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
რა განიხილა შალვა პაპუაშვილმა ლუქსემბურგში პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარესთან
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ლუქსემბურგს ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის შემდეგ ეწვია.
თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებზე იმსჯელეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს პარლამენტის - დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე კლოდ ვისელერმა ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე, იუწყება პარლამენტის პრესსამსახური.
შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგში შეხვედრებს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მართავს.
„მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებზე, მათ შორის ბიზნესს შორის კავშირების განვითარებასა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება.
„მხარეებმა გაიხსენეს2026 წლის აპრილში გამართული ნაყოფიერი შეხვედრა სტამბოლში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის ფარგლებში. ხაზი გაესვა შალვა პაპუაშვილის ორმხრივი ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეხვედრაზე განიხილეს ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები. აღინიშნა, რომ საქართველო წარმატებით ასრულებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. ხაზი გაესვა დიალოგის აღდგენის მნიშვნელობას.
შალვა პაპუაშვილმა ლუქსემბურგელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ლუქსემბურგს ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის შემდეგ ეწვია.
დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის 1994 წლის 17 ოქტომბერს დამყარდა. მას შემდეგ ქვეყნებმა ტრანსპორტის, თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროებში ურთიერთობების განვითარების შესახებ ხუთ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
ლუქსემბურგში საქართველოს პირველი საპატიო საკონსულო 2025 წლის ივნისში გაიხსნა.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, 2025 წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.