https://sputnik-georgia.com/20260924/irakli-kobaxize-gaeros-genmdivans-sexvda-ra-sakitxebi-ganixiles-mxareebma-300779391.html
ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა: რა საკითხები განიხილეს მხარეებმა
ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა: რა საკითხები განიხილეს მხარეებმა
Sputnik საქართველო
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას. 24.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-24T12:03+0400
2026-09-24T12:03+0400
2026-09-24T12:03+0400
გაეროს გენერალური ასამბლეა
გაერო
საქართველო
ახალი ამბები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/16/300728223_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_a20e5b964025bd2a9793521bd273ea0e.jpg
თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.კობახიძე ნიუ-იორკში 20 სექტემბერს დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, სადაც ის გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში იღებს მონაწილეობას - გენასამბლეის სესიის გენერალურ დებატებზე საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით დღეს, 24 სექტემბერს გამოვა.მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას.„საუბარი შეეხო საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებს და მრავალმხრივი პარტნიორობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხანგრძლივი სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ის ფაქტი, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის გენერალური დებატების მთავარი თემა სწორედ მშვიდობა, უსაფრთხოება და მდგრადი განვითარებაა, ამ საკითხის განსაკუთრებულ აქტუალობაზე მიუთითებს.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის – „აფხაზეთიდან, საქართველო, და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ მნიშვნელობას.როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, პრემიერმა გაეროს გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ.ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაურმა მონაწილეობა მიიღო მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას ორგანიზებით ჩატარდა. კობახიძე სამიტზე სიტყვით გამოვიდა და მრავალმხრივი პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.კობახიძე ასევე დაესწრო გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას. გენასამბლეის სესიის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაურმა შეხვედრა გამართა შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისთან. შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ თანამშრომლობაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/16/300728223_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_ac8fa235a2d5323e4c4f0b85ff16ca6b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გაეროს გენერალური ასამბლეა, გაერო, საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს მთავრობა
გაეროს გენერალური ასამბლეა, გაერო, საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს მთავრობა
ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა: რა საკითხები განიხილეს მხარეებმა
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას.
თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
კობახიძე ნიუ-იორკში 20 სექტემბერს დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, სადაც ის გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში იღებს მონაწილეობას - გენასამბლეის სესიის გენერალურ დებატებზე საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით დღეს, 24 სექტემბერს გამოვა.
„მოხარული ვარ გაეროს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშთან შეხვედრით. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა, გაეროს როლი საქართველოში კონფლიქტის მოგვარების პროცესში და პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობები“, – დაწერა პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელ X-ში.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას.
„საუბარი შეეხო საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებს და მრავალმხრივი პარტნიორობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხანგრძლივი სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ის ფაქტი, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის გენერალური დებატების მთავარი თემა სწორედ მშვიდობა, უსაფრთხოება და მდგრადი განვითარებაა, ამ საკითხის განსაკუთრებულ აქტუალობაზე მიუთითებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის – „აფხაზეთიდან, საქართველო, და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ მნიშვნელობას.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, პრემიერმა გაეროს გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ.
„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპაში ყველაზე მეტი ეკონომიკური ზრდა, ეს არის 9,3 პროცენტი და მიმდინარე წელს გვაქვს 7,9 პროცენტი. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია აღნიშნული ეკონომიკური ზრდა და ის დოვლათი, რომელიც ქვეყანაში წარმოიქმნება, განაწილდეს საქართველოს მოქალაქეებზე და ეს თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.
ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაურმა მონაწილეობა მიიღო მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას ორგანიზებით ჩატარდა. კობახიძე სამიტზე სიტყვით გამოვიდა და მრავალმხრივი პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
კობახიძე ასევე დაესწრო გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას. გენასამბლეის სესიის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაურმა შეხვედრა გამართა შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისთან. შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ თანამშრომლობაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.