https://sputnik-georgia.com/20260923/saparlamento-delegacia-luqsemburgs-ewveva-300746981.html
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ლუქსემბურგს ეწვევა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ლუქსემბურგს ეწვევა
Sputnik საქართველო
შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მზაობა დიალოგის აღდგენისთვის და ამ პროცესში წევრი სახელმწიფოების როლს გაუსვა ხაზი. 23.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-23T13:00+0400
2026-09-23T13:00+0400
2026-09-23T13:00+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/0d/300569089_0:258:1532:1119_1920x0_80_0_0_c28a174525763cc2b7877f5895d8e7a5.jpg
თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის შემდეგ ლუქსემბურგს ეწვევა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დელეგაციასთან ერთად ბელგიის სამეფოს დედაქალაქ ბრიუსელში გუშინ გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს ბელგიის ფედერალური პარლამენტის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტებთან. უწყების ცნობით, პაპუაშვილი ლუქსემბურგში კოლეგას შეხვდება და კანონმდებლები ერთობლივი აუდიენციის ფარგლებში არაერთ საკითხს განიხილავენ. მათ შორის, ისაუბრებენ საპარლამენტო დიპლომატიის როლზე ორმხრივი ურთიერთობების უფრო მეტად გაღრმავების კონტექსტში. უწყების ცნობით, შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მზაობა დიალოგის აღდგენისთვის და ამ პროცესში წევრი სახელმწიფოების როლს გაუსვა ხაზი. დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი საქართველო და ევროკავშირი ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა. კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა. 2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა. ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა. ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, 2025 წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა. 2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება. 2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/0d/300569089_0:115:1532:1263_1920x0_80_0_0_8eb2aedc16b31d9224d25380df8798e1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ლუქსემბურგს ეწვევა
შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მზაობა დიალოგის აღდგენისთვის და ამ პროცესში წევრი სახელმწიფოების როლს გაუსვა ხაზი.
თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის შემდეგ ლუქსემბურგს ეწვევა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დელეგაციასთან ერთად ბელგიის სამეფოს დედაქალაქ ბრიუსელში გუშინ გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს ბელგიის ფედერალური პარლამენტის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტებთან.
უწყების ცნობით, პაპუაშვილი ლუქსემბურგში კოლეგას შეხვდება და კანონმდებლები ერთობლივი აუდიენციის ფარგლებში არაერთ საკითხს განიხილავენ. მათ შორის, ისაუბრებენ საპარლამენტო დიპლომატიის როლზე ორმხრივი ურთიერთობების უფრო მეტად გაღრმავების კონტექსტში.
„საუბრის თემა იქნება საქართველოს ევროინტეგრაციის გზა. სწორედ საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული გამოწვევები იყო ბელგიის ორივე პალატის პრეზიდენტებთან შეხვედრისას საუბრის მთავარი თემა“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მზაობა დიალოგის აღდგენისთვის და ამ პროცესში წევრი სახელმწიფოების როლს გაუსვა ხაზი.
დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, 2025 წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.