https://sputnik-georgia.com/20260923/qvrivishvili-saqartvelo-mzadaa-chinettan-tanamshromlobistvis-300746408.html
მინისტრი: საქართველო მზადაა ჩინეთთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის
მინისტრი: საქართველო მზადაა ჩინეთთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის
Sputnik საქართველო
ორდღიანი ფორუმის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილი, რომელიც პეკინში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, სიტყვით გამოვა „ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტთან"... 23.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-23T10:25+0400
2026-09-23T10:25+0400
2026-09-23T10:25+0400
საქართველო
ჩინეთი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/16/300741558_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_6a7b2991085cb804c4a125e854ab2beb.jpg
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველო მზადაა ჩინეთთან და „შუა დერეფნის" კონტექსტში მონაწილე ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რათა სტრატეგიული გადაწყვეტილებები მთელ მარშრუტზე კონკრეტულ და ხელშესახებ შედეგებად იქცეს, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.ქვრივიშვილმა მონაწილეობა მიიღო ჩინეთში გამართულ „გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში" და შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა, რომელიც ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს მიეძღვნა.როგორც ქვრივიშვილმა ჩინეთში მაღალი დონის შეხვედრაზე აღნიშნა, სარკინიგზო, საპორტო და ციფრულ ინფრასტრუქტურაში სტრატეგიული ინვესტიციების განხორციელებით, ჩინეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული ვაჭრობის განვითარებაში, აძლიერებს პარტნიორობას ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში და ხელს უწყობს რეგიონის სატრანსპორტო კავშირებისა და ურთიერთდაკავშირებადობის გაძლიერებას.„შუა დერეფანი"ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ანუ „შუა დერეფანი", 2014 წლის თებერვალში აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში მოღვაწე წამყვანი საწარმოების მონაწილეობით შეიქმნა.მარშრუტი ამჟამად გადის ჩინეთ-ყაზახეთის საზღვრიდან ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპაში.2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე და კასპიის ზღვის გავლით "შუა დერეფნის" პოტენციალის განვითარებაზე. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი.საქართველო „შუა დერეფანს" 2022 წელს შეუერთდა. საქართველოს დერეფანში სატრანზიტო გზის ნაწილად ჩართვის ინიციატორი თურქეთი იყო.საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს, ასევე მიმდინარეობს ანაკლიის პორტის მშენებლობა.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/16/300741558_99:0:1919:1365_1920x0_80_0_0_829c8ae4f89c418acb4e2c6a7932023a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჩინეთი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჩინეთი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
მინისტრი: საქართველო მზადაა ჩინეთთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის
ორდღიანი ფორუმის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილი, რომელიც პეკინში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, სიტყვით გამოვა „ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტთან" დაკავშირებით გამართულ მაღალი დონის შეხვედრაზე.
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველო მზადაა ჩინეთთან და „შუა დერეფნის" კონტექსტში მონაწილე ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რათა სტრატეგიული გადაწყვეტილებები მთელ მარშრუტზე კონკრეტულ და ხელშესახებ შედეგებად იქცეს, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
ქვრივიშვილმა მონაწილეობა მიიღო ჩინეთში გამართულ „გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში" და შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა, რომელიც ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს მიეძღვნა.
„ჩინეთი შუა დერეფნის განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს, რასაც ნათლად ადასტურებს მისი მტკიცე მხარდაჭერა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივისა და ჩინეთი-ევროპის სარკინიგზო ექსპრესის მიმართ“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.
როგორც ქვრივიშვილმა ჩინეთში მაღალი დონის შეხვედრაზე აღნიშნა, სარკინიგზო, საპორტო და ციფრულ ინფრასტრუქტურაში სტრატეგიული ინვესტიციების განხორციელებით, ჩინეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული ვაჭრობის განვითარებაში, აძლიერებს პარტნიორობას ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში და ხელს უწყობს რეგიონის სატრანსპორტო კავშირებისა და ურთიერთდაკავშირებადობის გაძლიერებას.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ანუ „შუა დერეფანი", 2014 წლის თებერვალში აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში მოღვაწე წამყვანი საწარმოების მონაწილეობით შეიქმნა.
მარშრუტი ამჟამად გადის ჩინეთ-ყაზახეთის საზღვრიდან ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპაში.
2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე და კასპიის ზღვის გავლით "შუა დერეფნის" პოტენციალის განვითარებაზე. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი.
საქართველო „შუა დერეფანს" 2022 წელს შეუერთდა. საქართველოს დერეფანში სატრანზიტო გზის ნაწილად ჩართვის ინიციატორი თურქეთი იყო.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს, ასევე მიმდინარეობს ანაკლიის პორტის მშენებლობა.