https://sputnik-georgia.com/20260923/qvrivishvili-chinetshi-vizits-agrzelebs-300754928.html
საქართველომ ჩინეთს აეროპორტებისა და ტრანსპორტის განვითარების გეგმები გაუზიარა
საქართველომ ჩინეთს აეროპორტებისა და ტრანსპორტის განვითარების გეგმები გაუზიარა
Sputnik საქართველო
ქვრივიშვილმა ჩინეთში გამართულ „გლობალურ მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში" მიიღო მონაწილეობა და სიტყვით გამოვიდა, რომელიც ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო... 23.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-23T17:00+0400
2026-09-23T17:00+0400
2026-09-23T17:00+0400
საქართველო
ჩინეთი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/16/300741518_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_87d13cab5022ed2a5fda6c2e8296f368.jpg
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს 10-წლიანი საგზაო რუკის მიზანია საზღვაო და სარკინიგზო ქსელების გამტარუნარიანობის გაორმაგება, ასევე ქვეყნის აეროპორტების სიმძლავრის გასამმაგება „შუა დერეფნის“ გასავითარებლად, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთში „გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.ქვრივიშვილმა მონაწილეობა მიიღო ჩინეთში გამართულ „გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში" და შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა, რომელიც ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს მიეძღვნა. მინისტრის თქმით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში დამუშავებული ტვირთის მოცულობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 24%-ით გაიზარდა, რკინიგზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ კი წლიურ ჭრილში 11%-იანი ზრდა აჩვენა, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია. „განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სატრანზიტო სარკინიგზო გადაზიდვები 14%-ით გაიზარდა, რაც დღევანდელი ჩვენი დისკუსიის საკვანძო საკითხს წარმოადგენს. ეს ზრდა გვავალდებულებს, მოვემზადოთ დერეფნის განვითარების შემდეგი ეტაპისთვის“, - განაცხადა მან.როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, საქართველო ამ ამოცანას პასუხობს ტრანსპორტის განვითარების სტრატეგიული, 10-წლიანი საგზაო რუკის მეშვეობით, რომლის ფარგლებში 2032 წლამდე პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარია გათვალისწინებული მანამდე მინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში „შუა დერეფანი" ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურად განვითარებად საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტად იქცა. შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს მიერ განხორციელებული ტვირთბრუნვის მოცულობაც. „შუა დერეფანი" ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ანუ „შუა დერეფანი", 2014 წლის თებერვალში აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში მოღვაწე წამყვანი საწარმოების მონაწილეობით შეიქმნა. მარშრუტი ამჟამად გადის ჩინეთ-ყაზახეთის საზღვრიდან ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპაში. 2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე და კასპიის ზღვის გავლით "შუა დერეფნის" პოტენციალის განვითარებაზე. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი. საქართველო „შუა დერეფანს" 2022 წელს შეუერთდა. საქართველოს დერეფანში სატრანზიტო გზის ნაწილად ჩართვის ინიციატორი თურქეთი იყო. საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს, ასევე მიმდინარეობს ანაკლიის პორტის მშენებლობა.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/16/300741518_0:0:1820:1365_1920x0_80_0_0_fa90f7de7a4ff2c1cbf23e1e48178a00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჩინეთი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, ჩინეთი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველომ ჩინეთს აეროპორტებისა და ტრანსპორტის განვითარების გეგმები გაუზიარა
ქვრივიშვილმა ჩინეთში გამართულ „გლობალურ მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში" მიიღო მონაწილეობა და სიტყვით გამოვიდა, რომელიც ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს ეძღვნებოდა.
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს 10-წლიანი საგზაო რუკის მიზანია საზღვაო და სარკინიგზო ქსელების გამტარუნარიანობის გაორმაგება, ასევე ქვეყნის აეროპორტების სიმძლავრის გასამმაგება „შუა დერეფნის“ გასავითარებლად, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთში „გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
ქვრივიშვილმა მონაწილეობა მიიღო ჩინეთში გამართულ „გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში" და შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა, რომელიც ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს მიეძღვნა.
„ჩვენი მიზანია საზღვაო და სარკინიგზო ქსელების გამტარუნარიანობის გაორმაგება და ქვეყნის აეროპორტების ინფრასტრუქტურის ჯამური გამტარუნარიანობის გასამმაგება. ჩვენ ამ მიმართულებით უკვე ვმუშაობთ”- განაცხადა ქვრივიშვილმა.
მინისტრის თქმით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში დამუშავებული ტვირთის მოცულობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 24%-ით გაიზარდა, რკინიგზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ კი წლიურ ჭრილში 11%-იანი ზრდა აჩვენა, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია.
„განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სატრანზიტო სარკინიგზო გადაზიდვები 14%-ით გაიზარდა, რაც დღევანდელი ჩვენი დისკუსიის საკვანძო საკითხს წარმოადგენს. ეს ზრდა გვავალდებულებს, მოვემზადოთ დერეფნის განვითარების შემდეგი ეტაპისთვის“, - განაცხადა მან.
როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, საქართველო ამ ამოცანას პასუხობს ტრანსპორტის განვითარების სტრატეგიული, 10-წლიანი საგზაო რუკის მეშვეობით, რომლის ფარგლებში 2032 წლამდე პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარია გათვალისწინებული
მანამდე მინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში „შუა დერეფანი" ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურად განვითარებად საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტად იქცა. შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს მიერ განხორციელებული ტვირთბრუნვის მოცულობაც.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ანუ „შუა დერეფანი", 2014 წლის თებერვალში აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში მოღვაწე წამყვანი საწარმოების მონაწილეობით შეიქმნა.
მარშრუტი ამჟამად გადის ჩინეთ-ყაზახეთის საზღვრიდან ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპაში.
2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე და კასპიის ზღვის გავლით "შუა დერეფნის" პოტენციალის განვითარებაზე. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი.
საქართველო „შუა დერეფანს" 2022 წელს შეუერთდა. საქართველოს დერეფანში სატრანზიტო გზის ნაწილად ჩართვის ინიციატორი თურქეთი იყო.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს, ასევე მიმდინარეობს ანაკლიის პორტის მშენებლობა.