საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების წესში ცვლილებები შევიდა

© photo: Sputnik / Evgeny Odinokov / გადასვლა მედიაბანკშიგაკვეთილი
გაკვეთილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2026
გამოწერა
2024 წლის სექტემბრიდან საჯარო სკოლების მასწავლებლების ხელფასები დამოკიდებულია მათ კვალიფიკაციაზე, პედაგოგიურ სტაჟზე, მასწავლებლის სტატუსსა და სასწავლო საათების რაოდენობაზე.
თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს განათლების სამინისტრომ მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების წესით გათვალისწინებული გარდამავალი პერიოდის 2027 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, წამყვან მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს სქემით განსაზღვრული ფუნქციის შესრულების ვალდებულება მხოლოდ ერთ სკოლაში ექნება, ხოლო მენტორ მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს სამინისტროს მხოლოდ ერთი ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე.
თუმცა, 2027 წლის 1-ელ იანვრამდე აღნიშნული პირები სტატუსის შესაბამის ფუნქციურ დანამატს მიიღებენ ყველა იმ საჯარო სკოლაში, რომელშიც დასაქმებული არიან წამყვან ან მენტორ მასწავლებლად/სპეციალურ მასწავლებლად.
ამასთან, 2027 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდა გარდამავალი პერიოდი იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ხდება მასწავლებლის შრომის ანაზღაურების ძველი და ახალი წესით დაანგარიშებული ოდენობების შედარება და შესაბამისი სხვაობის შევსება.
განახლებული წესით, დაწყებითი კლასების მასწავლებლებს, რომლებსაც I-IV კლასების კომბინირებულად სწავლების უფლება აქვთ მოპოვებული და დაწყებით საფეხურზე ასწავლიან ჭადრაკს ან საგანს „მე და საზოგადოება“, შრომის ანაზღაურება შესაბამისი წესით მიეცემათ.
2024 წლის 15 სექტემბრიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მასწავლებლების ხელფასები დამოკიდებულია მათ კვალიფიკაციაზე, პედაგოგიურ სტაჟზე, მასწავლებლის სტატუსსა და სასწავლო საათების რაოდენობაზე.
ბოლო კვლევის მონაცემების თანახმად, საქართველოში 66,3 ათასი მასწავლებელი მუშაობს.
კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში პედაგოგის პროფესიის მიმზიდველობის მთავარ პრობლემას დაბალი ხელფასები წარმოადგენს. საჯარო სკოლის მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1,2 ათას ლარს შეადგენს, ხოლო კერძო სკოლაში – 1,6 ათას ლარს.
ყველა ახალი ამბავი
0