https://sputnik-georgia.com/20260923/acharashi-4-piri-daakaves-300747725.html
აჭარაში ოთხი პირი მეწარმეს დაშინებით და მუქარით ფულს სძალავდა
აჭარაში ოთხი პირი მეწარმეს დაშინებით და მუქარით ფულს სძალავდა
Sputnik საქართველო
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრება მეწარმეს მუქარითა და დაშინებით მეთოდით, სხვადასხვა დროს, 190 ათასამდე ლარი და მიკროავტობუსი გამოსძალეს. 23.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-23T15:26+0400
2026-09-23T15:26+0400
2026-09-23T15:26+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_0:0:2106:1185_1920x0_80_0_0_7ddfd4d7af9589f00b57f06636144f25.jpg
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. პოლიციამ აჭარაში დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა, სამ პირს კი ბრალი წარედგინა, მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მიმალვაში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, ქედის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ მამაკაცს, რომელიც მცირე სამეწარმეო საქმიანობას ეწევა, სისტემატურად სძალავდნენ სხვადასხვა ოდენობის თანხას, ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ემუქრებოდნენ ბიზნესსაქმიანობის იძულებით შეჩერებითა და კუთვნილი ქონების განადგურებით. ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე, დასტურდება, რომ ბრალდებულები დაზარალებულზე ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მუქარითა და დაშინებით მეწარმეს სხვადასხვა დროს, 190 ათასამდე ლარი და მიკროავტობუსი გამოსძალეს. სამართალდამცველებმა ერთი პირი ბრალდებულის სახით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, ხოლო 3 პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ერთი, წარსულში ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულებებისთვის იძებნება. პოლიციამ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოიღო გამოძალვის გზით უკანონოდ დაუფლებული მიკროავტობუსი და ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“, ასევე, მიმალვაში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტის ოჯახის წევრების მფლობელობაში არსებული, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულით შეძენილი 2 ავტომობილი. გამოძიება სსკ-ის 181-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_238:0:2106:1401_1920x0_80_0_0_50729cf8c9d720f958876044a843dd00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
აჭარაში ოთხი პირი მეწარმეს დაშინებით და მუქარით ფულს სძალავდა
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრება მეწარმეს მუქარითა და დაშინებით მეთოდით, სხვადასხვა დროს, 190 ათასამდე ლარი და მიკროავტობუსი გამოსძალეს.
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. პოლიციამ აჭარაში დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა, სამ პირს კი ბრალი წარედგინა, მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მიმალვაში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, ქედის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ მამაკაცს, რომელიც მცირე სამეწარმეო საქმიანობას ეწევა, სისტემატურად სძალავდნენ სხვადასხვა ოდენობის თანხას, ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ემუქრებოდნენ ბიზნესსაქმიანობის იძულებით შეჩერებითა და კუთვნილი ქონების განადგურებით.
ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე, დასტურდება, რომ ბრალდებულები დაზარალებულზე ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მუქარითა და დაშინებით მეწარმეს სხვადასხვა დროს, 190 ათასამდე ლარი და მიკროავტობუსი გამოსძალეს.
სამართალდამცველებმა ერთი პირი ბრალდებულის სახით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, ხოლო 3 პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ერთი, წარსულში ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულებებისთვის იძებნება.
პოლიციამ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოიღო გამოძალვის გზით უკანონოდ დაუფლებული მიკროავტობუსი და ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“, ასევე, მიმალვაში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტის ოჯახის წევრების მფლობელობაში არსებული, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულით შეძენილი 2 ავტომობილი.
გამოძიება სსკ-ის 181-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.