https://sputnik-georgia.com/20260922/tbilisshi-zmebi-peiqrishvilebi-daakaves-300732205.html
სპეცოპერაცია თბილისში: დაკავებულები არიან ძმები ფეიქრიშვილები
სპეცოპერაცია თბილისში: დაკავებულები არიან ძმები ფეიქრიშვილები
Sputnik საქართველო
ძმები ფეიქრიშვილების სახელები წლების განმავლობაში თბილისის არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებდა 22.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-22T14:42+0400
2026-09-22T14:42+0400
2026-09-22T14:42+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23826/17/238261718_0:108:2049:1260_1920x0_80_0_0_536872c28f6ee49e37bde85ec557eadb.jpg
თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. თბილისში კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული ძმები - დავით და გიორგი ფეიქრიშვილები დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „TVპირველი“. ტყუპი ძმების დაკავების სპეცოპერაცია 21 სექტემბრის გვიან ღამით ჩატარდა - ერთ-ერთი მათგანი სასტუმროში, მეორე კი საცხოვრებელ სახლში აიყვანეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქმე დიდ ფულთან დაკავშირებით მომხდარ დაპირისპირებას ეხება.შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 181-ე (გამოძალვა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით. საქმე ეხება ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულს, რის გამოც ძმებთან ერთად კიდევ ერთი პირი დააკავეს. ამ დროისთვის აღნიშნული პირები დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან გადაყვანილი.ძმები ფეიქრიშვილების სახელები წლების განმავლობაში თბილისის არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებდა:2016 წლის სექტემბერში პოლიციამ ისინი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა. იმ პერიოდში ტყუპი ძმების გვარმა გაიჟღერა თბილისის ცენტრში მოკლული კრიმინალური ავტორიტეტის სოსო ჯოხაძის საქმეშიც. არსებული ინფორმაციით, ფეიქრიშვილებსა და ჯოხაძეებს დაპირისპირებაც ჰქონდათ.2020 წლის იანვარში სუს-მა დააკავა 6 პირი (ხოლო მოგვიანებით ბრალი წარუდგინა ვატო ყიფიანს), რომლებიც ძმების ავტომობილის აფეთქებასა და მათ მკვლელობას გეგმავდნენ. 2023 წლის ნოემბერში კი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დავით ფეიქრიშვილი კრიპტოვალუტის გადამცვლელ ობიექტზე თავდასხმისა და დიდი ოდენობით თანხის ყაჩაღურად დაუფლების ბრალდებით დააკავა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23826/17/238261718_112:0:1935:1367_1920x0_80_0_0_1224224352cc0a8c8ea491360a083b64.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
სპეცოპერაცია თბილისში: დაკავებულები არიან ძმები ფეიქრიშვილები
ძმები ფეიქრიშვილების სახელები წლების განმავლობაში თბილისის არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებდა
თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. თბილისში კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული ძმები - დავით და გიორგი ფეიქრიშვილები დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „TVპირველი“.
ტყუპი ძმების დაკავების სპეცოპერაცია 21 სექტემბრის გვიან ღამით ჩატარდა - ერთ-ერთი მათგანი სასტუმროში, მეორე კი საცხოვრებელ სახლში აიყვანეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქმე დიდ ფულთან დაკავშირებით მომხდარ დაპირისპირებას ეხება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 181-ე (გამოძალვა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით. საქმე ეხება ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულს, რის გამოც ძმებთან ერთად კიდევ ერთი პირი დააკავეს.
ამ დროისთვის აღნიშნული პირები დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან გადაყვანილი.
ძმები ფეიქრიშვილების სახელები წლების განმავლობაში თბილისის არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებდა:
2016 წლის სექტემბერში პოლიციამ ისინი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა. იმ პერიოდში ტყუპი ძმების გვარმა გაიჟღერა თბილისის ცენტრში მოკლული კრიმინალური ავტორიტეტის სოსო ჯოხაძის საქმეშიც. არსებული ინფორმაციით, ფეიქრიშვილებსა და ჯოხაძეებს დაპირისპირებაც ჰქონდათ.
2020 წლის იანვარში სუს-მა დააკავა 6 პირი (ხოლო მოგვიანებით ბრალი წარუდგინა ვატო ყიფიანს), რომლებიც ძმების ავტომობილის აფეთქებასა და მათ მკვლელობას გეგმავდნენ.
2023 წლის ნოემბერში კი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დავით ფეიქრიშვილი კრიპტოვალუტის გადამცვლელ ობიექტზე თავდასხმისა და დიდი ოდენობით თანხის ყაჩაღურად დაუფლების ბრალდებით დააკავა.