საქართველოს და ნაურუს შორის დიპურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა

© Сourtesy of Georgian Governmentსაქართველომ ნაურუსთან დიპურთიერთობები დაამყარა
საქართველომ ნაურუსთან დიპურთიერთობები დაამყარა - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2026
გამოწერა
ნაურუ 184-ე ქვეყანაა, რომელთანაც საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა.
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
შესაბამის დოკუმენტს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტმა დევიდ ადეანგმა მოაწერეს ხელი.
აღნიშნულ ფაქტს წინ უძღოდა მიმდინარე წლის 21 ივლისსს ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მან სრულად გააუქმა საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის (2009 წლის დეკემბერში) აღიარება.
ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე პრემიერმა კობახიძემ ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვა სტაბილური და პასუხისმგებლიანი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველია.
საუბარი ასევე შეეხო მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობას. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორმხრივი ინტერესის სფეროებში პარტნიორობისა და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების პერსპექტივები.
შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე დაესწრნენ.
ნაურუ 184-ე ქვეყანაა, რომელთანაც საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა.
ყველა ახალი ამბავი
0