https://sputnik-georgia.com/20260922/saqartvelodan-83-aralegali-gaazeves-300727929.html
საქართველოდან კიდევ 83 არალეგალი გააძევეს
საქართველოდან კიდევ 83 არალეგალი გააძევეს
Sputnik საქართველო
მიმდინარე წელს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქვენიდან უკვე გაძევებულია 3 ათასზე მეტი პირი. 22.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-22T18:00+0400
2026-09-22T18:00+0400
2026-09-22T18:00+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1e/293976947_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_6ae09f2b0f43d657ed5519f73931ceff.jpg
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. მიგრაციის დეპარტამენტმა ბოლო დღეების განმავლობაში უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე საქართველოდან გააძევა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, ქვეყნიდან გაძევებულია აზერბაიჯანის, თურქმენეთის, თურქეთის, რუსეთის, ეთიოპიის, ეგვიპტის, ერაყის, ინდოეთის, ბურუნდის, პაკისტანის, კენიის, ბულგარეთის, ბანგლადეშის, იორდანიის, ნიგერიის, სომხეთის, უზბეკეთის, ჩინეთის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 83 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. უახლესი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მხოლოდ მიმდინარე წელს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქვენიდან უკვე გაძევებულია 3 ათასზე მეტი პირი. უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი, ისე სასამართლო. ქვეყნიდან გაძევებულ უცხოელებს საქართველოში შემოსვლა ორიდან ხუთ წლამდე ვადით ეკრძალებათ. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვა. ბოლო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარე საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებებმა ერთგვარი პრევენციული ხასიათის დატვირთვა მიიღო, რამაც საქართველოში მყოფი უცხოელი არალეგალების მხრიდან ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვება გამოიწვია. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველო ნებაყოფლობით უკვე 2 ათასზე მეტმა უცხოელმა არალეგალმა დატოვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1e/293976947_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_d8e29027b245e760abc5b98ed413a8db.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოდან კიდევ 83 არალეგალი გააძევეს
მიმდინარე წელს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქვენიდან უკვე გაძევებულია 3 ათასზე მეტი პირი.
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. მიგრაციის დეპარტამენტმა ბოლო დღეების განმავლობაში უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე საქართველოდან გააძევა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ქვეყნიდან გაძევებულია აზერბაიჯანის, თურქმენეთის, თურქეთის, რუსეთის, ეთიოპიის, ეგვიპტის, ერაყის, ინდოეთის, ბურუნდის, პაკისტანის, კენიის, ბულგარეთის, ბანგლადეშის, იორდანიის, ნიგერიის, სომხეთის, უზბეკეთის, ჩინეთის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 83 მოქალაქე.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
უახლესი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მხოლოდ მიმდინარე წელს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქვენიდან უკვე გაძევებულია 3 ათასზე მეტი პირი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი, ისე სასამართლო.
ქვეყნიდან გაძევებულ უცხოელებს საქართველოში შემოსვლა ორიდან ხუთ წლამდე ვადით ეკრძალებათ. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვა.
ბოლო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარე საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებებმა ერთგვარი პრევენციული ხასიათის დატვირთვა მიიღო, რამაც საქართველოში მყოფი უცხოელი არალეგალების მხრიდან ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვება გამოიწვია. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველო ნებაყოფლობით უკვე 2 ათასზე მეტმა უცხოელმა არალეგალმა დატოვა.