https://sputnik-georgia.com/20260922/policiam-6-arasrulwlovani-daakava-300731220.html
ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით პოლიციამ ექვსი არასრულწლოვანი დააკავა
ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით პოლიციამ ექვსი არასრულწლოვანი დააკავა
Sputnik საქართველო
არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტს და ფიზიკურ პირებს ჯამში 30 ათას ლარზე მეტი ფინანსური... 22.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-22T17:29+0400
2026-09-22T17:29+0400
2026-09-22T17:29+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_0:0:2106:1185_1920x0_80_0_0_7ddfd4d7af9589f00b57f06636144f25.jpg
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის, ძარცვისა და ძარცვის მცდელობის ბრალდებით ექვსი არასრულწლოვანი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. უწყების ცნობით, დაკავებულთაგან სამი არასრულწლოვანი წარსულში ნასამართლევი პირია. გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა სხვადასხვა დროს თბილისში მდებარე სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია და თანხა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.ამასთან, ერთმა არასრულწლოვანმა მოქალაქის კუთვნილი მოტოციკლი, ხოლო მეორემ მიკროავტობუსი გაიტაცა. დაკავებულთაგან ერთი მოზარდი კი უცხო ქვეყნის მოქალაქეზე თავდასხმის შედეგად, მის კუთვნილ მობილურ ტელეფონს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტს და ფიზიკურ პირებს ჯამში 30 ათას ლარზე მეტი ფინანსური ზარალი მიადგათ. პოლიციამ ექვსივე არასრულწლოვანი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება სსკ-ის 177-ე, 178-ე და 19-178-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_238:0:2106:1401_1920x0_80_0_0_50729cf8c9d720f958876044a843dd00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, თბილისი დღეს, ახალი ამბები
ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით პოლიციამ ექვსი არასრულწლოვანი დააკავა
არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტს და ფიზიკურ პირებს ჯამში 30 ათას ლარზე მეტი ფინანსური ზარალი მიადგათ.
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის, ძარცვისა და ძარცვის მცდელობის ბრალდებით ექვსი არასრულწლოვანი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებულთაგან სამი არასრულწლოვანი წარსულში ნასამართლევი პირია.
გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა სხვადასხვა დროს თბილისში მდებარე სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია და თანხა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ამასთან, ერთმა არასრულწლოვანმა მოქალაქის კუთვნილი მოტოციკლი, ხოლო მეორემ მიკროავტობუსი გაიტაცა. დაკავებულთაგან ერთი მოზარდი კი უცხო ქვეყნის მოქალაქეზე თავდასხმის შედეგად, მის კუთვნილ მობილურ ტელეფონს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტს და ფიზიკურ პირებს ჯამში 30 ათას ლარზე მეტი ფინანსური ზარალი მიადგათ.
პოლიციამ ექვსივე არასრულწლოვანი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავა.
გამოძიება სსკ-ის 177-ე, 178-ე და 19-178-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.