https://sputnik-georgia.com/20260922/irlandiidan-saqartvelos-43-adamianis-deportacia-ganxorcielda-300725975.html
ირლანდიიდან საქართველოს 40-ზე მეტი ადამიანის დეპორტაცია განხორცილდა
ირლანდიიდან საქართველოს 40-ზე მეტი ადამიანის დეპორტაცია განხორცილდა
Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია ქვეყნის მიერ „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში ხორციელდება. 22.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-22T13:55+0400
2026-09-22T13:55+0400
2026-09-22T13:55+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/11/277757675_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_468740677c862f399b8633a6152e8973.jpg
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. ირლანდიამ საქართველოს 43 მოქალაქის დეპორტაცია განახორციელა, იუწყება ირლანდიის იუსტიციის, შინაგან საქმეთა და მიგრაციის სამინისტრო.2026 წლის იანვრიდან ივნისამდე პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებმა სამშობლოში საქართველოს 1.431 მოქალაქე დააბრუნეს.ირლანდიიდან საქართველოში დეპორტირებულთა შორისაა 33 მამაკაცი და შვიდი ქალი, ასევე ერთი ოჯახი სამი შვილით. ირლანდიის პოლიციაში აღნიშნეს, რომ დეპორტირებული მამაკაცებიდან ოთხი მსჯავრდებული იყო სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისთვის.დეპორტირებულები უკვე თბილისში ჩამოვიდნენ. ირლანდიის მთავრობის მონაცემებით, თვითმფრინავის დაქირავება და რეისის განხორციელება 225,6 ათასი ევრო დაჯდა.საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს, დაიცვან ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნის წესები, რადგან მათი დარღვევა უვიზო რეჟიმს საფრთხეს უქმნის. ქვეყანამ გაატარა რიგი ზომები იმისთვის, რათა არ დაუშვას სხვა ქვეყნებში არალეგალური მიგრაცია.ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე.გარდა ამისა, ხელისუფლებამ გაამკაცრა კანონმდებლობა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის დამრღვევთა წინააღმდეგ. რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თავად კონკრეტულ პირს ეკისრება. ასევე გამკაცრდა გვარის გამოცვლის პროცედურები, რაც ხშირად სწორედ ამ პროცესთან იყო დაკავშირებული.საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია ქვეყნის მიერ „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში ხორციელდება.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/11/277757675_49:0:2780:2048_1920x0_80_0_0_d2316003e1a0494e843f5438366b5ffd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , საზოგადოება, ახალი ამბები
ირლანდიიდან საქართველოს 40-ზე მეტი ადამიანის დეპორტაცია განხორცილდა
საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია ქვეყნის მიერ „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში ხორციელდება.
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. ირლანდიამ საქართველოს 43 მოქალაქის დეპორტაცია განახორციელა, იუწყება ირლანდიის იუსტიციის, შინაგან საქმეთა და მიგრაციის სამინისტრო.
2026 წლის იანვრიდან ივნისამდე პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებმა სამშობლოში საქართველოს 1.431 მოქალაქე დააბრუნეს.
ირლანდიიდან საქართველოში დეპორტირებულთა შორისაა 33 მამაკაცი და შვიდი ქალი, ასევე ერთი ოჯახი სამი შვილით. ირლანდიის პოლიციაში აღნიშნეს, რომ დეპორტირებული მამაკაცებიდან ოთხი მსჯავრდებული იყო სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისთვის.
„მსურს აღვნიშნო, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ქვეყანაში კანონიერ საფუძველზე ცხოვრობს და პოზიტიური წვლილი შეაქვს ირლანდიურ საზოგადოებაში“, — განაცხადა ირლანდიის იუსტიციის, შინაგან საქმეთა და მიგრაციის მინისტრმა ჯიმ ო'კალაჰანმა.
დეპორტირებულები უკვე თბილისში ჩამოვიდნენ. ირლანდიის მთავრობის მონაცემებით, თვითმფრინავის დაქირავება და რეისის განხორციელება 225,6 ათასი ევრო დაჯდა.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს, დაიცვან ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნის წესები, რადგან მათი დარღვევა უვიზო რეჟიმს საფრთხეს უქმნის. ქვეყანამ გაატარა რიგი ზომები იმისთვის, რათა არ დაუშვას სხვა ქვეყნებში არალეგალური მიგრაცია.
ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე.
გარდა ამისა, ხელისუფლებამ გაამკაცრა კანონმდებლობა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის დამრღვევთა წინააღმდეგ. რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თავად კონკრეტულ პირს ეკისრება. ასევე გამკაცრდა გვარის გამოცვლის პროცედურები, რაც ხშირად სწორედ ამ პროცესთან იყო დაკავშირებული.
საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია ქვეყნის მიერ „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში ხორციელდება.