მამაკაცმა სხვების პირადი მონაცემებით ონლაინ-სესხი აიღო

CC BY 2.0 / Tax Credits / Cash Machineბანკომატი
ბანკომატი - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2026
გამოწერა
საბანკო ორგანიზაციისთვის მიყენებულმა ზარალმა ჯამში 48.130 ლარი შეადგინა.
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თანამშრომლებისა და ნათესავის თანხმობის გარეშე, მათი პირადი მონაცემების გამოყენებით, ერთ-ერთი ბანკიდან ონლაინ სესხი გაააქტიურა და მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას.
საბანკო ორგანიზაციისთვის მიყენებულმა ზარალმა ჯამში 48.130 ლარი შეადგინა.
გამოძიება სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0