https://sputnik-georgia.com/20260921/papuashvili-kordz-koncerts-exmaureba-300711989.html
ევროპელების ფული საქართველოში ექსტრემისტებს აფინანსებს: პაპუაშვილი Kordz-ის კონცერტზე
ევროპელების ფული საქართველოში ექსტრემისტებს აფინანსებს: პაპუაშვილი Kordz-ის კონცერტზე
Sputnik საქართველო
პოლიტიკოსის აზრით, ბრიუსელს საქართველოს მიმართ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს, 21.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-21T15:52+0400
2026-09-21T15:52+0400
2026-09-21T15:52+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ბრიუსელი
ახალი ამბები
ევროკავშირი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24838/01/248380130_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_1fe9a2aa922294097d39559bb35e6aa9.jpg
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. ევროკავშირი აგრძელებს საქართველოში რადიკალური და ექსტრემისტული ძალების დაფინანსებას, მიუხედავად წარსული ნეგატიური გამოცდილებისა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.ასე გამოეხმაურა სპიკერი Kordz-ის კონცერტის შესახებ დასმულ კითხვას, რომელიც, ანონსის თანახმად, სექტემბრის ბოლოს ევროკავშირის მხარდაჭერით, დანიის კულტურის ინსტიტუტისა და ხელოვნების სახლის მიერ არის ორგანიზებული. პაპუაშვილს ჰკითხეს, რამდენად მისაღებია ფესტივალის სახედ იმ ადამიანის გამოყენება, რომელმაც მილიონზე მეტ ქართველს მიაყენა შეურაცხყოფა.როგორც მან აღნიშნა, მსგავსი დაფინანსების გაგრძელება საქართველოში რადიკალიზმის მხარდაჭერაზე მეტყველებს. პაპუაშვილი ასევე ამტკიცებს, რომ ევროკავშირის სახსრები იმ ადამიანებისა და ჯგუფების დასაფინანსებლად გამოიყენება, რომლებსაც მან ფაშისტური იდეოლოგიის მომხრეები უწოდა.„როდესაც ევროკავშირის ფული ექსტრემისტების დასაფინანსებლად იხარჯება, ფაშისტური სლოგანების ავტორები როდესაც ფინანსდებიან ევროკავშირის ფულიდან, ეს არის საქართველოში ექსტრემიზმის, რადიკალიზმისა და ფაშიზმის წახალისება", - განაცხადა პოლიტიკოსმა.პაპუაშვილის აზრით, ბრიუსელს საქართველოს მიმართ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს, ქართველი საზოგადოების პოზიცია კი ამ დროს გათვალისწინებული არ არის.„მათ აქვთ გარკვეული დღის წესრიგი – საქართველოს დესტაბილიზაცია“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.მან ასევე დასძინა, რომ ევროპული სახსრები სხვადასხვა ორგანიზაციების მეშვეობით რადიკალიზმისა და ექსტრემიზმის მხარდასაჭერად გამოიყენება.Kordz – ალექსანდრე კორძაია – ქართველი მუსიკოსი და დიჯეია, რომელიც ცნობილია თავისი ელექტრონული და ექსპერიმენტული ნამუშევრებით. 2024 წლის დეკემბერში მან გამოუშვა ტრეკი AntiGeorgianDreamAnthem, რომელსაც საფუძვლად უდევს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ შექმნილი საპროტესტო სლოგანი.კომპოზიციამ ფართო გავრცელება ჰპოვა საპროტესტო აქციებზე და საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთ მუსიკალურ სიმბოლოდ იქცა.
საქართველო
ბრიუსელი
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24838/01/248380130_333:0:3000:2000_1920x0_80_0_0_2dbb3d00474c1c4b154831dc8a2e82ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ბრიუსელი , ახალი ამბები, ევროკავშირი , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ბრიუსელი , ახალი ამბები, ევროკავშირი , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროპელების ფული საქართველოში ექსტრემისტებს აფინანსებს: პაპუაშვილი Kordz-ის კონცერტზე
პოლიტიკოსის აზრით, ბრიუსელს საქართველოს მიმართ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს,
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. ევროკავშირი აგრძელებს საქართველოში რადიკალური და ექსტრემისტული ძალების დაფინანსებას, მიუხედავად წარსული ნეგატიური გამოცდილებისა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ასე გამოეხმაურა სპიკერი Kordz-ის კონცერტის შესახებ დასმულ კითხვას, რომელიც, ანონსის თანახმად, სექტემბრის ბოლოს ევროკავშირის მხარდაჭერით, დანიის კულტურის ინსტიტუტისა და ხელოვნების სახლის მიერ არის ორგანიზებული. პაპუაშვილს ჰკითხეს, რამდენად მისაღებია ფესტივალის სახედ იმ ადამიანის გამოყენება, რომელმაც მილიონზე მეტ ქართველს მიაყენა შეურაცხყოფა.
„ნათქვამია, რომ ერთ წყალში ორჯერ არ შედიან, მაგრამ როგორც ჩანს, ზოგიერთმა უცხოელმა დონორმა გადაწყვიტა, მეორეჯერ შევიდეს იმ წყალში, რომელში შესვლამაც მას კარგი არაფერი მოუტანა, - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, მსგავსი დაფინანსების გაგრძელება საქართველოში რადიკალიზმის მხარდაჭერაზე მეტყველებს. პაპუაშვილი ასევე ამტკიცებს, რომ ევროკავშირის სახსრები იმ ადამიანებისა და ჯგუფების დასაფინანსებლად გამოიყენება, რომლებსაც მან ფაშისტური იდეოლოგიის მომხრეები უწოდა.
„როდესაც ევროკავშირის ფული ექსტრემისტების დასაფინანსებლად იხარჯება, ფაშისტური სლოგანების ავტორები როდესაც ფინანსდებიან ევროკავშირის ფულიდან, ეს არის საქართველოში ექსტრემიზმის, რადიკალიზმისა და ფაშიზმის წახალისება", - განაცხადა პოლიტიკოსმა.
პაპუაშვილის აზრით, ბრიუსელს საქართველოს მიმართ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს, ქართველი საზოგადოების პოზიცია კი ამ დროს გათვალისწინებული არ არის.
„მათ აქვთ გარკვეული დღის წესრიგი – საქართველოს დესტაბილიზაცია“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მან ასევე დასძინა, რომ ევროპული სახსრები სხვადასხვა ორგანიზაციების მეშვეობით რადიკალიზმისა და ექსტრემიზმის მხარდასაჭერად გამოიყენება.
Kordz – ალექსანდრე კორძაია – ქართველი მუსიკოსი და დიჯეია, რომელიც ცნობილია თავისი ელექტრონული და ექსპერიმენტული ნამუშევრებით. 2024 წლის დეკემბერში მან გამოუშვა ტრეკი AntiGeorgianDreamAnthem, რომელსაც საფუძვლად უდევს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ შექმნილი საპროტესტო სლოგანი.
კომპოზიციამ ფართო გავრცელება ჰპოვა საპროტესტო აქციებზე და საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთ მუსიკალურ სიმბოლოდ იქცა.