https://sputnik-georgia.com/20260919/sarjveladze-intoqsikaciit-100-adamiani-moxvda-klinikebshi-300678587.html
სარჯველაძე: ინტოქსიკაციის ნიშნებით 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი
სარჯველაძე: ინტოქსიკაციის ნიშნებით 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი
Sputnik საქართველო
18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები გამოუვლინდათ. 19.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-19T16:51+0400
2026-09-19T16:51+0400
2026-09-19T16:51+0400
საქართველო
თბილისი დღეს
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/11/297627431_0:0:1620:912_1920x0_80_0_0_f9f7fcdefde804f493ab5c9236f47db7.jpg
თბილისი, 19 სექტემბერი - Sputnik. თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაღში მასობრივი ინტოქსიკაციის შედეგად სამედიცინო დაწესებულებებში 100-ზე მეტი ადამიანია მოთავსებული, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები გამოუვლინდათ.თბილისის საბავშვო ბაღებში მასობრივი მოწამვლის შემთხვევის გამო დედაქალაქის 190 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებიდან შვიდი დაიხურა, ნათქვამია საბავშვო ბაღების სააგენტოს განცხადებაში.მომხდარ ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო სსკ-ის 198-ე მუხლით, ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.ამასთან, მომხდარ ფაქტის მოკვლევა დაიწყო სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც. საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, ჩხრეკა მთელი ღამის განმავლობაში ჩატარდა რამდენიმე ბაგა-ბაღსა და ბაგა-ბაღებისთვის საკვები პროდუქტების მიმწოდებელ კომპანიებში. სეს-ის ინსპექტორებმა ბაგა-ბაღებიდან და სურსათის მიმწოდებელი კომპანიებიდან სურსათის ნიმუშები აიღეს და გამოსაკვლევად ლაბორატორიაში გადააგზავნეს. წინასწარი მონაცემებით, ინტოქსიკაციის მიზეზი, შესაძლოა, გამხდარიყო ბაქტერიული ინფექცია, რომელიც აღნიშნული პირების ორგანიზმში საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტების საშუალებით მოხვდა. კონკრეტულად თუ რომელმა პროდუქტმა გამოიწვია ინტოქსიკაცია, ეს შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება.საგამოძიებო სამსახურში აღნიშნავენ, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება: იმ საბავშვო ბაღებიდან, სადაც მოწამვლის შემთხვევები დაფიქსირდა, ხდება საკვები პროდუქტების, დოკუმენტებისა და საქმისთვის მნიშვნელოვანი სხვა მტკიცებულებების ამოღება.საბავშვო ბაღებში პროდუქტების მომწოდებლები კერძო კომპანიები არიან, რომელთა შერჩევაც ტენდერის შედეგად ხდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/11/297627431_90:0:1530:1080_1920x0_80_0_0_06c0081b552482e22427b51cac35b6da.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
სარჯველაძე: ინტოქსიკაციის ნიშნებით 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი
18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები გამოუვლინდათ.
თბილისი, 19 სექტემბერი - Sputnik. თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაღში მასობრივი ინტოქსიკაციის შედეგად სამედიცინო დაწესებულებებში 100-ზე მეტი ადამიანია მოთავსებული, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები გამოუვლინდათ.
„თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ბავშვების შესაძლო ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი, თუმცა არცერთ შემთხვევაში არ არსებობდა გართულება ან მოსალოდნელი რისკი", - განაცხადა სარჯველაძემ.
თბილისის საბავშვო ბაღებში მასობრივი მოწამვლის შემთხვევის გამო დედაქალაქის 190 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებიდან შვიდი დაიხურა, ნათქვამია საბავშვო ბაღების სააგენტოს განცხადებაში.
მომხდარ ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო სსკ-ის 198-ე მუხლით, ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.
ამასთან, მომხდარ ფაქტის მოკვლევა დაიწყო სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც.
საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, ჩხრეკა მთელი ღამის განმავლობაში ჩატარდა რამდენიმე ბაგა-ბაღსა და ბაგა-ბაღებისთვის საკვები პროდუქტების მიმწოდებელ კომპანიებში. სეს-ის ინსპექტორებმა ბაგა-ბაღებიდან და სურსათის მიმწოდებელი კომპანიებიდან სურსათის ნიმუშები აიღეს და გამოსაკვლევად ლაბორატორიაში გადააგზავნეს.
წინასწარი მონაცემებით, ინტოქსიკაციის მიზეზი, შესაძლოა, გამხდარიყო ბაქტერიული ინფექცია, რომელიც აღნიშნული პირების ორგანიზმში საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტების საშუალებით მოხვდა. კონკრეტულად თუ რომელმა პროდუქტმა გამოიწვია ინტოქსიკაცია, ეს შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება.
საგამოძიებო სამსახურში აღნიშნავენ, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება: იმ საბავშვო ბაღებიდან, სადაც მოწამვლის შემთხვევები დაფიქსირდა, ხდება საკვები პროდუქტების, დოკუმენტებისა და საქმისთვის მნიშვნელოვანი სხვა მტკიცებულებების ამოღება.
საბავშვო ბაღებში პროდუქტების მომწოდებლები კერძო კომპანიები არიან, რომელთა შერჩევაც ტენდერის შედეგად ხდება.